ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნობელის პრემიის ახალი ლაურეატები


ეკონომიკის დარგში პრემია ორმა ამერიკელმა მოიპოვა

ნობელის ხსოვნის საპატიო პრემია ეკონომიკის დარგში ორმა ამერიკელმა მოიპოვა, რომელთაც საბაზრო ეკონომიკის დარეგულირების ინსტიტუტი შექმნეს.

განცხადება სტოკჰოლმში შვედეთის სამეფოს სამეცნიერო აკადემიამ გააკეთა. პრემია დეკემბერში საზეიმო ცერემონიალზე ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორს, ალვინ როტს და ლოს ანჯელესში მდებარე კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორს, ლოიდ შაპლის გადაეცემა. ორმა მეცნიერმა სპეციალური სისტემა შექმნა, რომელიც ეკონომიკის დარგში ბაზარზე ადამიანების და ორგანიზაციების მიერ ერთმანეთის მანიპულირებას მაქსიმალურად ზღუდავს. სისტემა 89 წლის პროფესორ შარპლის გამოგონებაა, რომელიც 60 წლის როტმა მაქსიმალურად სრულყო.

მეცნიერები წლების მანძილზე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობდნენ და ახლა „ეკონომიკის ინჟინირებაში“ გაწეული ღვაწლისთვის 1.2 მილიონ დოლარს გაიყოფენ.
XS
SM
MD
LG