დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს საგარეო კურსი უცვლელია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ქართული და საერთაშორისო მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა. პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის კურსი უცვლელი რჩება. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს „რა თქმა უნდა“ სურს ნატოს 2014 წლის სამიტზე ალიანსში წევრობის სამოქმედო გეგმის, „მაპის“ (MAP) მიღება. თუმცა, პრემიერის თქმით, აღნიშნულ ეტაპზე მისი მიუღებლობა „საფრთხეს არ შეუქმნის და არ შეცვლის ჩვენს ევროინტეგრაციას“ - აღნიშნავს პრემიერი. ეს გახლდათ კომენტარი დავით უსუფაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელშიც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „მაპის“ მიუღებლობამ, შესაძლოა საქართველოს ევროინტეგრაციას საფრთხე შეექმნას.
პრემიერი ასევე არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ საქართველოში უკრაინის მსგავსი მოვლენების განვითარების რისკი არსებობს. პრემიერის შეფასებით, რუსეთს საქართველოში არ გააჩნია ისეთივე ბერკეტები, როგორც უკრაინაში და ამიტომ რისკი, ამ მიმართულებით, მინიმალურია. თუმცა, ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის მხრიდან პროვოკაციებს მომავალშიც არ გამორიცხავს, თუნდაც, საოკუპაციო ხაზთან მმართებაში. „გარდა ამისა, სხვა პროვოკაციებიც შეიძლება იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანს არ ველოდებით, რაღაც განსაკუთრებულს. რა უნდა იყოს იმაზე მეტი რაც უკვე გვაქვს და ჩვენ ტერიტორიის 20% ოკუპირებული გვაქვს", - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.