რუბრიკა „გალილეო“ დღეს ტოლერანტობასთან დაკავშირებულ რამდენიმე კვლევას გაგაცნობთ, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ჩატარდა
სწორია თუ არა პოპულარული მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ტოლერანტული ქვეყანაა? რუბრიკა „გალილეო“ დღეს ტოლერანტობასთან დაკავშირებულ რამდენიმე გლობალურ კვლევას გაგაცნობთ, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველო დღეისათვის არათუ ტოლერანტულ, არამედ ბევრი ნიშნით ყველაზე არატოლერანტულ ქვეყნებს შორისაა.
ტოლერანტობის ელემენტარული, ლექსიკონებში მოცემული განმარტებით დავიწყოთ. ტოლერანტობა ეს არის საკუთარისგან განსხვავებული გრძნობების, ჩვეულებების ან რწმენის მიმღებლობა. კიდევ ერთი განმარტება: ტოლერანტობა ეს არის სიმპათია ან შემწყნარებლობა ისეთი რწმენის ან ჩვეულებების მიმართ, რომელიც განსხვავდება, ან ეწინააღმდეგება ჩვენსას.
გაეროს წესდების მიხედვით, წევრი ქვეყნები პირობას დებენ, რომ ისინი ტოლერანტული იქნებიან და დაიცავენ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ ღირსებას და პიროვნულ ღირებულებებს. ტოლერანტობა მოიცავს განსხვავებული სქესის, რასის, ასაკის, ეთნიკური, სექსუალური, კლასობრივი, თუ იდენტურობის სხვა განმსაზღვრელი მახასიათებლების მიმართ შემწყნარებლობას.
1995 წელს პარიზში ხელი მოეწერა იუნესკოს ტოლერანტობის პრინციპთა დეკლარაციას, რომლის გადაწყვეტილებითაც ქვეყნები მიიღებენ ზომებს საზოგადოებაში ტოლერანტობის დამკვიდრების ხელშესაწყობად, რადგან ის არამარტო უმნიშვნელოვანესი პრინციპია, არამედ „ტოლერანტობის გარეშე შეუძლებელია მშვიდობა, ხოლო მშვიდობის გარეშე შეუძლებელია განვითარება, ან დემოკრატია“.
უშუალოდ კვლევებზე და რეიტინგებზე გადავიდეთ. „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებული შვედი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელიც 2013 წლის მაისში გამოიცა, მსოფლიოს მასშტაბით რასობრივი ტოლერანტობის მხრივ პირველ ადგილზე დიდი ბრიტანეთი და მისი ყოფილი კოლონიები: შეერთებული შტატები, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია და ლათინური ამერიკის ქვეყნები არიან.
რაც შეეხება ევროპას: საფრანგეთი დასავლეთ ევროპაში არამარტო რასობრივი, არამედ სექსუალური უმცირესობების მიმართაც ყველაზე დაბალი შემწყნარებლობით გამოირჩევა. მაგალითად, ფრანგების 22.7 პროცენტს არ სურს, რომ მისი მეზობელი სხვა რასის წარმომადგენელი იყოს. კიდევ უფრო მეტს, 28.8 პროცენტს არ უნდა ჰომოსექსუალი მეზობლის გვერდით ცხოვრება. იგივე მაჩვენებელი შვედებისთვის 3.6 პროცენტს შეადგენს. საქართველოში კი ძალიან ბევრს, 92.6 პროცენტს.
ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნებიდან, ბელორუსი და ლატვია ყველაზე ტოლერანტ სახელმწიფოთა სიის სათავეში მოექცნენ. ანალოგიურ მონაცემებს აქვეყნებს გლობალური კვლევის ორგანიზაცია -მსოფლიოს ღირებულებათა კვლევის ინსტიტუტი- რომელიც კვლევებს 1981 წლიდან აწარმოებს. ბოლო, 2013 წლის მონაცემებით, ჰომოფობიით განსაკუთრებით გამორჩეულ ქვეყანათა სიას ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში რუსეთი ლიდერობს. შემდეგ მოდის უკრაინა. ყველაზე არატოლერანტულ ქვეყნებში მესამე ადგილს კი ის სახელმწიფო იკავებს, რომელიც ჩვენი წარმოდგენით, ტოლერანტობით ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ქვეყანაა - საქართველო.
საქართველო საერთო მონაცემებით მსოფლიოს ყველაზე ჰომოფობიურ ქვეყნებს უტოლდება, კერძოდ - ირანს და იორდანიას. საქართველოს მეზობელი ქვეყანა, ეთნიკურად მრავალფეროვანი აზერბაიჯანი კი ყოფილ სოციალისტურ ბანაკში ერთ-ერთ ყველაზე სეკულარულ სახელმწიფოდ და შემწყნარებლობის მხრივ, რეგიონის ყველაზე ტოლერანტული ქვეყნების სიაში შედის. ევროპარლამენტში 2013 წლის 13 ნოემბერს წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, აზერბაიჯანი რეგიონში ყველაზე მეტი სეკულარიზმით გამოირჩევა. ქვეყანა, სადაც 96 პროცენტი მუსლიმია, შემწყნარებლობით ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის, ლასლო სურჯანის თქმით, „მშვიდობიანი თანაარსებობის შთამბეჭდავ მაგალითს წარმოადგენს“.
„ფრიდომ ჰაუსის“ 2013 წლის ანგარიშის მიხედვით, რწმენის თავისუფლების პრინციპს საქართველოს მართლმადიდებელი უმრავლესობა უფრო ტრადიციული უმცირესობების მიმართ იცავს. იგულისხმება ქვეყნის მუსლიმი და ებრაელი მოსახლეობა. თუმცა, „შედარებით ახალი ჯგუფების წევრები, როგორიცაა მაგალითად ბაპტისტები, პროტესტანტები, თუ იეღოვას მოწმეები, კანონდამცავი ორგანიზაციების ოფიციალური წარმომადგენლების და ქართველი მართლმადიდებელი ექსტრემისტების მხრიდან ჩაგვრას და შეურაცხყოფას განიცდიან“.
ასე რომ, შესაძლოა საქართველო საუკუნეების წინ, ისტორიის გარკვეულ მონაკვეთში მართლაც ყოფილიყო სხვებთან შედარებით ტოლერანტული ქვეყანა. მითუმეტეს, თუ თავს მაინც და მაინც ნაცისტურ გერმანიას შევადარებთ. თუმცა დღეს, როცა ამ შეხედულების გლობალური სამეცნიერო კვლევებით გადამოწმების შესაძლებლობა არსებობს, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო, ყველაზე ცოტა - სხვა რასების, რელიგიების და სქესობრივი ორიენტაციის წარმომადგენლების მიმართ - შემწყნარებლობით არ გამოირჩევა და არც ტოლერანტულია.
შეუწყნარებლობის აღკვეთისთვის იუნესკოს დეკლარაცია ყველაზე ქმედით საშუალებად განათლებას მიიჩნევს. 1995 წელს მიღებულ დეკლარაციაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საზოგადოებაში ტოლერანტობის დონის ამაღლებისთვის ადამიანის უფლებათა არსებული საერთაშორისო კონვენციების რატიფიცირებასთან ერთად, სახელმწიფოებმა ასევე „უნდა მიიღონ ახალი კანონმდებლობა, როდესაც ეს საჭიროა საზოგადოების ყველა ჯგუფის და ცალკეული წევრის მიმართ თანასწორი დამოკიდებულების და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად“.
ტოლერანტობის ელემენტარული, ლექსიკონებში მოცემული განმარტებით დავიწყოთ. ტოლერანტობა ეს არის საკუთარისგან განსხვავებული გრძნობების, ჩვეულებების ან რწმენის მიმღებლობა. კიდევ ერთი განმარტება: ტოლერანტობა ეს არის სიმპათია ან შემწყნარებლობა ისეთი რწმენის ან ჩვეულებების მიმართ, რომელიც განსხვავდება, ან ეწინააღმდეგება ჩვენსას.
Your browser doesn’t support HTML5