„გალილეოს“ დღევანდელ გამოშვებაში ახალი ანგარიშის შესახებ მოგითხრობთ, რომელიც ტექნოლოგიების მომავლის შესახებ 1 500 ექსპერტის ხედვას გვაცნობს
„გამაოგნებელია ის, თუ როგორ ემთხვევა ტექნოლოგიების ექსპერტების მომავლის ხედვა. თითქმის სრული კონსენსუსია იმასთან დაკავშირებით, რაც უნდა შეიცვალოს. თუმცა, არანაკლებ საკვირველია განსხვავება, რომელიც ექსპერტებს შორის არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იმოქმედებს ეს ცვლილებები - დადებითად თუ უარყოფითად“ - აცხადებს ანგარიშის ავტორი, ელონის უნივერსიტეტის პროფესორი ჯანა ანდერსონი. პიუს კვლევითი ცენტრი და ელონის უნივერსიტეტი აღნიშნულ კვლევას 2004 წლის შემდეგ ატარებს.
თანხვედრის ერთ-ერთი თემა - ინტერნეტის მნიშვნელობა და აუცილებლობა იყო. ის ჩვენი ყოველდღიურობის იმდენად განუყოფელი ნაწილი გახდება, როგორც, მაგალითად, ელექტრობაა. ანგარიშის მიხედვით, „ადამიანებს და ტექნოლოგიებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდება და ეს არამარტო ყოველდღიურ ყოფაზე, არამედ მთელი მსოფლიოს მთავრობების გადაწყვეტილებებზეც კი აისახება“.
ექსპერტების აზრით, ჯანმრთელობის მონიტორინგის მოწყობილობები კიდევ უფრო მცირე ზომის და მეტად ხელმისაწვდომი გახდება. გლობალური კომუნიკაციების საშუალებებიც გაიზრდება. ინტერნეტს ისეთი საყოფაცხოვრებო საშუალებებიც დაუკავშირდება, როგორიცაა კბილის ჯაგრისი, ყავის აპარატი და ასე შემდეგ. შესაბამისად, ამ ხელსაწყოებს საკუთარი სოციალური ქსელი და კონტროლის საშუალება ექნებათ - ამბობს დევიდ კლარკი, მასაჩუსეტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი. მისი თქმით, „ადამიანებს მეტად მოუწევთ ისეთ გარემოში ცხოვრება, რომელშიც გადაწყვეტილებებს ამ აპარატების ქსელი მიიღებს. ინტერნეტი უფრო აქტიური, მაგრამ ნაკლებად თვალში საცემი გახდება. ის უბრალოდ ჩვენს ყოფაცხოვრებაში გაჯერდება, თვითოეული ჩვენი ქმედების უკან იდგება“ - აღნიშნავს მეცნიერი.
რაც შეეხება პოლიტიკას, კომუნიკაციის ინტენსივობის ზრდის გამო მსოფლიოში „არაბული გაზაფხულის“ მაგვარი ამბოხებები კიდევ უფრო გახშირდება. ზოგიერთი მათგანი მშვიდობიანი იქნება, მაგრამ ბევრი ძალადობით დასრულდება.
ანგარიშის მიხედვით, 1 500 ექსპერტის მიერ გაკეთებული პროგნოზების უმეტესი ნაწილი დადებითი ხასიათისაა, მაგრამ სპეციალისტებს შორის არსებობს შეშფოთებაც იმის გამო, თუ როგორ, რა გზით გამოიყენებენ ადამიანები კომუნიკაციის ახალ საშუალებებს. იმის გამო, რომ მდიდრებს და ღარიბებს შორის არსებული უფსკრული რიგ ქვეყნებში ღრმავდება, ძალადობა შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს. ინტერნეტის საშუალებით კრიმინალი, ჩაგვრა, დაცინვა, თუ პორნოგრაფიის გავრცელება დიდ მასშტაბებს მიიღებს.
ექსპერტებს განსაკუთრებით აწუხებთ პირადი ინფორმაციის დაცულობის საკითხი. „იმედი მაქვს მეტი გამჭვირვალობა, დემოკრატიული აქტიურობა, ნაკლებად ცენტრალიზებული კონტროლი და მეტი თავისუფლება დამკვიდრდება“ - ამბობს მარკ როტენბერგი. ის ელექტრონული ინფორმაციის დაცვის ცენტრის პრეზიდენტია. „თუმცა, ამ შედეგის შესახებ გადაწყვეტილად არაფრის თქმა არ შეიძლება. ეკონომიკური და პოლიტიკური ძალები შეერთებულ შტატებს სხვა მიმართულებისკენ ექაჩებიან. ასე რომ მთავარი გამოწვევა შემდეგ კითხვაში მესახება: 2025 წლის ინტერნეტი თავისუფლების და გაზრდილი საშუალებების ქსელი იქნება, თუ სოციალური კონტროლის ინფრასტრუქტურა“ - აცხადებს მარკ როტენბერგი.
საბოლოო ჯამში, ტექნოლოგიის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ პირადი ინფორმაციის დაცვა დიდი ფუფუნება გახდება, რომელზეც მომავალში ხელი მხოლოდ შეძლებულ ადამიანებს და კორპორაციებს მიუწვდება. არავინ იცის, რამდენად გამართლდება სპეციალისტების პროგნოზები. თუმცა, ანგარიშის ავტორი, პროფესორი -ჯანა ანდერსონი- ამტკიცებს, რომ მათი გამოცდილების მიხედვით, ძველი შეფასებები საოცრად ზუსტი აღმოჩნდა, ამიტომ ის თვლის, რომ ექსპერტების მოსაზრებები ჭეშმარიტებასთან შესაძლოა ძალზე ახლოს იდგეს.
Your browser doesn’t support HTML5