მეცნიერებმა აქამდე ცნობილი პლანეტების სიას რეკორდულად ბევრი, ერთბაშად 715 ახალი პლანეტა დაამატეს. ისინი მზის სისტემის გარეთ მდებარეობენ. ასტრონომების განცხადების მიხედვით, ადამიანისთვის ცნობილი პლანეტების სია ამჟამად 1 700-ს უახლოვდება. ცნობისათვის: ამ აღმოჩენამდე კაცობრიობამ დანამდვილებით მხოლოდ 1000-მდე პლანეტის არსებობის შესახებ იცოდა.
ახლადაღმოჩენილი პლანეტები 305 ახალი ვარსკვლავის ირგვლივ ბრუნავენ. მათ შორის 4 პლანეტა დედამიწაზე დაახლოებით ორნახევარჯერ მეტია. ოთხივე მშობელი ვარსკვლავისგან სწორედ იმ ოპტიმალურ მანძილზე მდებარეობს, რომელიც იქ წყლის, შესაბამისად კი -სიცოცხლის- არსებობის ვარაუდის საშუალებას იძლევა. ერთ-ერთი დედამიწისმაგვარი პლანეტა ჩვენზე ორჯერ დიდია. მისი მზე - ჩვენს მზეზე ორჯერ პატარა. დედამიწისმაგვარი პლანეტა საკუთარი მზის ირგვლივ ბრუნვას 30 დღეს ანდომებს.
ასეულობით ახალი პლანეტის აღმოჩენას მეცნიერები კეპლერს -შეერთებული შტატების ეროვნული აერონავტიკის და კოსმოსის ადმინისტრაციის- ტელესკოპს უმადლიან. მას სახელი შუა საუკუნეების ცნობილი ასტრონომის, იოჰანეს კეპლერის საპატივცემულოდ დაარქვეს. კეპლერი ნასამ კოსმოსში პირველად ხუთი წლის წინ, 2009 წლის 7 მარტს გაუშვა. აქამდე ტელესკოპმა მხოლოდ 246 პლანეტა აღმოაჩინა.
ნასას პრესკონფერენციაზე 26 თებერვალს დასახელებული ახალი პლანეტების აღმოჩენის შემდეგ, თავად კეპლერის მიერ ნაპოვნი პლანეტების სია 961-მდე გაიზარდა. „კაცობრიობისთვის ცნობილი პლანეტების სია დღეს თითქმის გავაორმაგეთ“ - განუცხადა ჟურნალისტებს ასტრონომმა დუგლას ჰადგინსმა, რომელიც ვაშინგტონში, ნასას სათაო ოფისში ეგზო-პლანეტის კვლევით პროგრამას ხელმძღვანელობს. „კეპლერმა მართლაც გარდატეხა შეიტანა პლანეტების, პლანეტარული სისტემების და გალაქტიკის წარმოუდგენელი მრავალფეროვნების ჩვენეულ აღქმაში“ - დასძენს ის.
ამ მასშტაბის აღმოჩენა, რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ ყოფილა. მეცნიერებმა აღმოჩენის დამტკიცების ახალი ტექნოლოგია დანერგეს, რომელიც პოტენციური პლანეტების არა ერთეულ, არამედ სერიულ ანალიზს აკეთებს. ნაწილობრივ ალბათობის თეორიაზე დაფუძნებული მეთოდოლოგია მას შემდეგ განვითარდა და დამტკიცდა, რაც მეცნიერები შეთანმხდნენ იმაზე, რომ უმეტეს შემთხვევაში, პლანეტები, ისევე როგორც ჩვენს მზის სისტემაში, ერთეულად არ არსებობენ. ისინი მშობელი, საერთო ვარსკვლავის ირგვლივ ჯგუფურად ორბიტირებენ. ამიტომ მეცნიერებმა ფოკუსირება არა საკუთრივ პლანეტების, არამედ მათი მშობელი ვარსკვლავების პოვნაზე მოახდინეს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეს პლანეტების მდებარეობის დაზუსტება. ნასას ბოლო აღმოჩენით კიდევ უფრო განმტკიცდა ის მოსაზრება, რომ დედამიწისმაგვარი და მასზე ერთიორად დიდი პლანეტები, რომლებიც მაინც მცირე ზომის პლანეტებად ითვლებიან, გალაქტიკაში ძალზე ჩვეულებრივი მოვლენაა.
ჯეკ ლისორი, პლანეტარული მეცნიერი ნასას კალიფორნიის კვლევითი ცენტრიდან, ამბობს, რომ ერთდროულად ასეულობით პლანეტის აღმოჩენა უპრეცედენტო მოვლენაა. „ერთბაშად 20-ჯერ მეტი პლანეტის აღმოჩენა გამოცხადდა, რაც კი როდესმე გვინახავს, ან გვსმენია“ - ამბობს ის. ამ აღმოჩენაში კი ყველაზე საყურადღებო, მეცნიერის აზრით, არის ის, რომ აღნიშნული პლანეტები კეპლერის კოსმოსური ვოიაჟის პირველივე წლებში იპოვეს და მათი არსებობის დადასტურებას რამდენიმე წელი დასჭირდა. ეს კი იმის მიმანიშნებელია, რომ კეპლერისგან უახლოეს მომავალში კიდევ უამრავ ახალ აღმოჩენას უნდა ველოდოთ.
„ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, როგორც კი [კეპლერი] მის დანახვას ახერხებს, მაშინათვე აფიქსირებს“ - ამბობს მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასტრონომი, სარა სიგერი. „სწორედ ამიტომაც, გვჯერა, რომ დედამიწისმაგვარი პლანეტები სხვა ადგილებშიც იქნება“.
როგორც უკვე აღინიშნა, მზის სისტემისგვარად, დანარჩენი ეგზო-პლანეტებიც ოჯახურ სისტემებში ერთიანდებიან. თუმცა, მზის სისტემის პლანეტებისგან განსხვავებით, რომელშიც მზისგან დაცილება პლანეტებს შორის ზოგჯერ დედამიწისას 150-ჯერ აღემატება, კეპლერის მიერ აღმოჩენილი ე.წ. ნათესაობა ერთმანეთთან ბევრად უფრო ახლო მანძილზე იყრის თავს. პლანეტების უმრავლესობა მშობელ ვარსკვლავთან უფრო ახლოს იმყოფება, ვიდრე თუნდაც ვენერა მზესთან, რომელთა შორის დაცილება 108 მილიონ 200 ათას კილომეტრს შეადგენს.
მზის სისტემის ირგვლივ უსასრულობაა. ნასა და სხვა კოსმოსური სააგენტოები ახალი პლანეტების აღმოჩენის პარალელურად, უკვე ნაპოვნი პლანეტების შესწავლას აგრძელებენ. ისინი ცდილობენ მაქსიმალური ინფორმაცია მოიპოვონ იმის შესახებ, თუ რომელ მათგანზე შეიძლება არსებობდეს ერთგვარი „სიცოცხლის ზონა“, რომელსაც სხვა ფაქტორებთან ერთად, როგორც მინიმუმი, პლანეტის ზედაპირზე სათანადო ტემპერატურის პირობებში თხევადი ფორმით წყლის არსებობა სჭირდება.
მეცნიერთა უახლესი აღმოჩენის გაცნობა ორი შესაბამისი კვლევითი მასალის საფუძველზე, შესაძლებელია „ასტროფიზიკის ჟურნალის“ ბოლო ნომერში (The Astrophysical Journal).