რუბრიკა გალილეო იმ ოქროს ფირფიტის მდებარეობაზე მოგითხრობთ, რომელზეც დედამიწის შესახებ ინფორმაციაა ჩაწერილი და 35 წელია „ვოიჯერით“ მოგზაურობს
ოქროს ფირფიტა, რომელზეც ქართული ხალხური სიმღერა „ჩაკრულოა“ ჩაწერილი, კოსმოსურმა ხომალდმა „ვოიჯერმა“ მზის სისტემაში 35 წლის წინ, 1977 წელს გაიტანა. მას შემდეგ, ფირფიტაზე თითქმის აღარაფერი გვსმენია. სულ ახლახან, „ნასამ“ - ამერიკის აერონავტიკის და კოსმოსის ადმინისტრაციამ - ფირფიტის შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა. სექტემბრის შუა რიცხვებში, „ვოიჯერმა“ მზის სისტემა პირველად დატოვა და ვარსკვლავთაშორის სივრცეში გადავიდა.
„ვოიჯერი“ პირველი ადამიანის ხელით დამზადებული ობიექტია, რომელიც მზის სისტემიდან გავიდა, სადაც დაახლოებით 19 მილიარდი კილომეტრი იფრინა. ხომალდი დედამიწაზე ინფორმაციის გამოგზავნას აგრძელებს და დედამიწის შესახებ მოცულობითი ინფორმაციაც დააქვს თან, იმ შემთხვევისთვის, თუკი მას ვინმე, სადმე, როდესმე იპოვის. სპილენძით დამზადებული ფირფიტა გარედან ოქროთია დაფარული და სწორედ ამიტომ უწოდებენ „ოქროს ჩანაწერს“ (Golden Record).
ფირფიტაზე, რომელიც კოსმოსში დაცულად მოგზაურობს, მხოლოდ სიმღერები როდია ჩაწერილი. იქ ნახავთ გამოსახულებებს და ხმებს, რომელიც დედამიწის მრავალფეროვნებას უსვამს ხაზს. კორნელის უნივერსიტეტის პროფესორის, კარლ საგანის თავმჯდომარეობით შექმნილმა კომისიამ 115 გამოსახულება, ბუნების უამრავი ხმა, როგორიცაა ჩიტების ჭიკჭიკი, ზღვის, ქარის ხმაური, ძაღლის ყეფა, შეარჩია. ფირფიტაზე ასევე მოისმენთ მისალმებას 55 ენაზე, პრეზიდენტ კარტერის, თუ გაეროს გენერალური მდივნის, ვალდეიმის მიმართვებს. ქართული ხალხური სიმღერა „ჩაკრულო“ კი 27 მუსიკალური ნაწარმოების შემცველ 90-წუთიან განყოფილებაში მოხვდა, რომელშიც არამარტო სხვადასხვა კულტურების ეთნიკური მუსიკალური სიმდიდრე, არამედ დასავლეთის, თუ აღმოსავლეთის ბევრი კლასიკური შედევრია წარმოდგენილი.
თუკი ვინმეს 1977 წელს გაგზავნილი ოქროს ფირფიტა და კიდევ უფრო ადრე ჩაწერილი „ჩაკრულო“ მოძველებულად გეჩვენებათ, იქნებ წარმოიდგინოთ, რომ „ნასა“ გაშვების მომენტში აცხადებდა, რომ ნებისმიერ სხვა პლანეტარულ სისტემამდე მისაღწევად ხომალდს დაახლოებით 40 ათასი წელი დასჭირდებოდა. ამასთან, როგორც პროფესორი საგანი ამბობს, „ფირფიტის გაშიფრვა მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუკი მას ხელში განვითარებული ცივილიზაციის მქონე კოსმოსური ხომალდების მწარმოებელი ცივილიზაცია ჩაიგდებს“.
„ვოიჯერზე“ საგანგებო ალუმინის ყუთში მოთავსებულ ოქროს ფირფიტას, რომლის დიამეტრი დაახლოებით 30 სანტიმეტრია, შესაბამისი აპარატურა და სიმბოლურ ენაზე მომზადებული ჩართვის ინსტრუქციები მოჰყვება. ბევრს ის ოკეანეში მოტივტივე ბოთლს აგონებს, რომელიც შეიძლება როდესმე ნაპირზე გამოირიყოს და ვინმემ იპოვოს. თუმცა, „ოქროს ჩანაწერისთვის“ კოსმოსური მასშტაბებიც და მისი პოვნის ალბათობაც, ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე ბოთლის.
და ბოლოს, თუკი ვინმეს აინტერესებს ფირფიტის ჩანაწერები, ის ნაწილ-ნაწილ „იუ-თუბზეც“ არის განთავსებული. თავად ფირფიტა კი კომპანია „უორნერ ნიუზ მედიამ“ წიგნად პირველად 1978 წელს გამოსცა და მას ფირფიტაც დაურთო, შემდეგ კი - 1992-ში და მას „დედამიწის ჩურჩული“ (Murmurs of Earth) უწოდა.
ფირფიტა ძალზე მრავალფეროვანია, მასზე მოისმენთ პერუს საქორწინო მელოდიებს, თუ სტრავინსკის, ბაჰის და მოცარტის ნაწარმოებებს. ბეთჰოვენის მეხუთე სიმფონიას, თუ ავსტრალიელი აბორიგენების სიმღერას „დილის ვარსკვლავი“. ასევე ნახავთ ცნობილი აეროპორტების და ხიდების გამოსახულებებს, ადამიანთა ცხოვრების ამსახველ სცენებს, უდაბნოს, თუ მთების გამოსახულებებს. მოისმენთ ვულკანის ხმას, ჭექაქუხილს, გემის თუ მატარებლის, ადამიანის ნაბიჯების, სიცილის ხმას.
რაც შეეხება მისალმებებს, ბევრ სხვასთან ერთად, გაიგებთ, თუ როგორ ჟღერს არაბულ ენაზე „მოგესალმებით ჩვენო ვარსკვლავურო მეგობრებო, იმედი გვაქვს როდესმე შეგხვდებით“. არამეულად ჩაწერილია „მშვიდობა“, ჩეხურად: „ძვირფასო მეგობრებო, საუკეთესო სურვილებით გიერთდებით“. იაპონურად: „გამარჯობა, როგორ ხარ“? რუმინულად „ყველას სალამი“. ბერძნულად: „გაგიმარჯოს, ვინც არ უნდა იყო. მეგობრებს ჩვენ მეგობრულად ვხვდებით“. პორტუგალიურად: „მშვიდობა და ბედნიერება ყველას“.

Your browser doesn’t support HTML5