ბალიში დიდი ოცეულის მინისტრებმა უკრაინის ომის გავლენა განიხილეს

ომი უკრაინაში და საომარი პროცესების გავლენა ენერგომატარებლებსა და სურსათის მიწოდებაზე მსოფლიოს ქვეყნებისთვის, დღეს ბალიში დიდი ოცეულის სამიტზე მთავარი განსახილველი თემა იყო. შეხვედრის მასპინძელმა ქვეყანამ, ინდონეზიამ, მოუწოდა დიდი ოცეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს, იპოვონონ გზები და განიხილონ ომის გავლენა სურსათის და საწვავის აღმავალ ფასებზე.

ასევე ნახეთ: პუტინი: "დასავლური სანქციები გაზის ფასს კატასტროფულად გააძვირებს"

საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეშფოთება გამოთქვეს უკრაინიდან ხორბლის ექპსორტზე არსებული შეზღუდვების შესახებ აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და სხვა ქვეყნებში. თუმცა, დისკუსიებს დაძაბულობა ახლდა თან, როცა ერთ მაგიდასთან სხდომის დროს, შეერთებული შტატები სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და მისი რუსი კოლეგა ერთმანეთს არ დაელაპარაკნენ.

სერგეი ლავროვმა სხდომა ორჯერ დატოვა. პირველად, როცა გერმანიის საგარეო მინისტრი მრავალმხრივი თანამშრომლობის შესახებ საუბრობდა და მეორედ, როცა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრას ტელეხიდით ჩაერთო. სერგეი ლავროვმა დასავლეთის ქვეყნებს, უკრაინში არსებული მდგომარეოის გამო, "გააფთრებული კრიტიკისთვის" ბრალი დასდო.

ასევე ნახეთ: ბულგარეთი რუსულ გაზს აზერბაიჯანულით ჩაანაცველბს

პლენარულ სესიაზე, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთს უკრაინულ ხორბალზე ემბარგოს მოხსნისკენ მოუწოდა.