საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატერინ კოლონა ხუთშაბათს ოდესაში ჩავიდა. ეს პარიზის მხრიდან საფრანგეთის ძალისხმევის ჩვენებას უკავშირდება, დაეხმაროს უკრაინას რუსეთთან ომში.
იუნესკომ, გაეროს კულტურის სააგენტომ, ოთხშაბათს ქალაქის ისტორიულ ცენტრს "მსოფლიო მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ მყოფი" ადგილი უწოდა.
კოლონა ოდესაში მას შემდეგ ჩავიდა, რაც მიმდებარე რეგიონში სარაკეტო დარტყმებმა კრიტიკულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, ქალაქი უშუქოდ დატოვა. კატერინ კოლონა უკვე ეწვია ერთ-ერთ დაზიანებულ ადგილს.
„უკვე ერთი წელია, რაც რუსეთმა დაიწყო ეს ომი, და სჩადის სისასტიკეს და დანაშაულებს. ის, რაც დღეს დილით ვნახეთ - უკრაინის ინფრასტრუქტურაზე დარტყმები, არ არის ომი, ეს არის ომის დანაშაულები“, - განუცხადა მან ტელევიზიას TFI ოდესაში.
ვიზიტის მიზანია მოსკოვისთვის მესიჯის გაგზავნა დასავლეთის შეშფოთების ფონზე, რომ რუსეთი, უკრაინაში შეჭრიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, შესაძლოა კვლავ ეცადოს ქალაქზე თავდასხმას.
ასევე ნახეთ: აშშ უკრაინას 31 Abrams ტანკს გაუგზავნისმოგზაურობის ფარგლებში, კოლონა უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას შეხვდება, რათა განიხილონ საფრანგეთის ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარება. დისკუსია სავარაუდოდ მოიცავს კითხვას, მზად არის თუ არა საფრანგეთი მიაწოდოს უკრაინას Leclerc-ის საბრძოლო ტანკები მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა და გერმანიამ განცხადებები ტანკების გაგზავნის შესახებ გააკეთეს.
საფრანგეთი აქამდე დათანხმდა AMX-10 RC-ის ჯავშანტექნიკის გაგზავნას, მაგრამ არ მიუღია გადაწყვეტილება „ლეკლერკების“ მიწოდებაზე. ფრანგული წყაროები ამბობენ, რომ მათი გადაცემა რთული პროცესია, ამიტომ პარიზი შეძლებს მხოლოდ მცირე რაოდენობის უზრუნველყოფას.
”მე არ ვამბობ, რომ ეს არ მოხდება, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს დიდ განსხვავებას მოიტანს”, - თქვა ვიზიტამდე ფრანგმა დიპლომატიურმა წყარომ "როიტერთან" საუბრისას. მისი თქმით, კიევმა პარიზს განუცხადა, რომ მისი პრიორიტეტი საფრანგეთიდან საჰაერო თავდაცვის, სარადარო სისტემების და საბრძოლო მასალის მიღებაა.