საფრანგეთის საგარეო უწყება კამერუნთან და ნიგერიასთან საფრანგეთის მოქალაქეების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებს მართავს
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოლაპარაკებებს ნიგერიის და კამერუნის ხელისუფლებასთან მართავს. ლორენ ფაბიუსი საფრანგეთის 8 მოქალაქის გათავისუფლებას ცდილობს, რომლებიც ერთი თვის წინ გაიტაცეს.
„რა თქმა უნდა ვისაუბრეთ საერთო ინტერესებზე მალიში და ასევე მძევლების თაობაზე, რადგან ჩვენი ცნობით, საფრანგეთის 8 მოქალაქე ნიგერიაში იმყოფება... დიდი იმედი გვაქვს, რომ მათ მალე გაათავისუფლებენ“ - განაცხადა მინისტრმა აბუჯაში, ნიგერიის პრეზიდენტ, გუდლაქ ჯონათანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მძევლები სავარაუდოდ კამერუნში აიყვანეს და შემდეგ ნიგერიაში გადაიყვანეს. ისინი ბოლოს იუთუბზე განთავსებულ ვიდეოში ნახეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება „ბოკო ჰარამმა“ აიღო.