ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიგერიელი გუბერნატორი შეიწყალეს


დიფრეი ალამიესეიგას სახალხო ფონდებიდან მილიონობით დოლარის გაფლანგვა და გათეთრება ედებოდა ბრალად

ნიგერიის პრეზიდენტმა შეიწყალა ყოფილი გუბერნატორი და პოლიტიკური თანამოაზრე დიფრეი ალამიესეიგა, რომელსაც სახალხო ფონდებიდან მილიონობით დოლარის გაფლანგვა და გათეთრება ედება ბრალად.

ალამიესეიგა 2005 წელს ლონდონში დააკავეს.მაშინ იგი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. ნიგერიაში დაბრუნებული გუბერნატორი პატიმრობას იმუნიტეტის საფუძველზე გადაურჩა.

2007 წელს ყოფილ გუბერნატორს სასამართლომ სახელმწიფო თანხების გაფლანგვის ბრალდებით ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა იგი რამდენიმე დღეში გაათავისუფლეს, რადგან ორი წელი უკვე გასული იყო.

ნიგერიის პრეზიდენტის გუდლაკ ჯონათანის შეწყალება საშუალებას მისცემს ყოფილ გუბერნატორს ძველ პოსტზე მუშაობა განაგრძოს.
XS
SM
MD
LG