პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჟან კასტექსი წარადგინა. კასტექსი საფრანგეთს ახალი კორონავირუსის პანდემიის შემდგომი გახსნის გეგმის მთავარი არქიტექტორი იყო. პრეზიდენტი ცდილობს ადმინისტრაციის განახლებას, რათა ამომრჩევლის მხარდაჭერა მოიპოვოს.
ასევე ნახეთ: ევროპა ეკონომიკის გახსნისთვის ემზადება55 წლის კასტექსი, მემარჯვენე-ცენტრისტულ ფლანგს ეკუთნის და ორი წლის განმავლობაში ის ელისეის სასახლეში ნიკოლა სარკოზის პრეზიდენტობისას, რანგით მეორე მნიშვნელოვან პოსტზე იყო.
ასევე ნახეთ: საფრანგეთი და გერმანია ჯანმოს პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას უცხადებენკასტექსის დანიშვნა, ედუარდ ფილიპის გადადგომას და მაკრონის მიერ მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებს მოჰყვა. 28 ივნისს მაკრონის პარტიამ ადგილობრივ არჩევნებში არც ისე სახარბიელო შედეგი აჩვენა. მაკრონის პარტიამ "რესპუბლიკა წინ", ვერ მოახერხა ვერცერთ მთავარ ქალაქში უმრავლესობის მოპოვება. მხოლოდ ფილიპმა შესაძლოა მის მშობლიურ ჰავრში გამარჯვება. სავარაუდოდ ის ჰავრში დაბრუნდება, რის შემდეგაც რამდენიმე წელში შესაძლოა თავად პრეზიდენტს დაუპირისპირდეს. მიმომხილველების აზრით, ფილიპი მაკრონზე პოპულარულია.
ასევე ნახეთ: საფრანგეთი კორონავირუსის გამო დაწესებულ მთავრობის საგანგებო უფლებამოსილებას 10 ივლისს მოხსნისკასტექსი ახლა ახალ მთავრობას დააკომპლექტებს. საფრანგეთი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, ყველაზე მძიმე ეკონომიკურ კრიზისს უმკლავდება. კორონავირუსის გამო მიღებული შეზღუდვების შედეგად ქვეყნის ეკონომიკა 11 პროცენტით მცირდება.