დღეს საფრანგეთში ფრანსუა ოლანდის ინაუგურაციის ცერემონიალი გაიმართა. ბატონი ოლანდი პრეზიდენტის ფიცის დადებამდე ელისეს სასახლეში ნიკოლა სარკოზის შეხვდა.
1995 წლის შემდეგ, ოლანდი პირველი სოციალისტია, რომელიც ფრანსუა მიტერანის შემდეგ აირჩიეს.
ინაუგურაციის დროს წარმოთქმული სიტყვის დროს ოლანდმა განაცხადა, რომ ის მზადაა ქვეყანას ახალი მიმართულებით გაუძღვეს და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს ეკონომიკურ წინსვლაზე, სამართლიანობასა და „სოციალურ დემოკრატიაზე.“
ოლანდის პირველი ოფიციალური ვიზიტი დღესვე გერმანიაში გაიმართა, რომლის დროსაც ის გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდა და ევროპის სუვერენულ ვალზე ესაუბრა.