კორონავირუსის ახალი ვარიანტის სწრაფი გავრცელების გამო, საფრანგეთი შეზღუდვებს ანახლებს. ინფიცირების საშუალო დღიური მაჩვენებელი ყოველ 100 000 მოსახლეზე ახლა საფრანგეთში 700-ს შეადგენს. ეს პანდემიის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მაღალი, რეკორდული მონაცემია.
ორშაბათიდან დაწყებული, შემდეგი 3 კვირის განმავლობაში, შენობებში გამართული მასობრივი ღონისძიებების ლიმიტად 2 000 ადამიანი განისაზღვრა. გარეთ კი ლიმიტი 5 000-ს შეადგენს. გარეთაც კი მაყურებელი უნდა იჯდეს და მათ შორის დისტანცია დაცული უნდა იყოს.
ასევე ნახეთ: ისრაელი ვაქცინის მეოთხე დოზას ცდის
აიკრძალა საჭმელი და სასმელი საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მათ შორის - გრძელ დისტანციაზე მოძრავ ტრანსპორტში, კინოთეატრებში, თუ ბევრ სხვა საჯარო დაწესებულებაში. ბარებში კლიენტების დგომა აღარ დაიშვება, ყველა უნდა იჯდეს განსაზღვრულ ადგილზე. დახურულ შენობებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ისევ ნიღბებს ითხოვენ.
თუმცა, მთავრობის განცხადებით, ქუჩაში გვიან ღამით გასვლაზე საათობრივი შეზღუდვა ახალი წლის დღესასწაულებზე არ დაწესდება. ამას გარდა, იანვარში სკოლებში ბავშვებიც ჩვეულებრივ დაბრუნდებიან.
ასევე ნახეთ: ისრაელი ვაქცინის მეოთხე დოზას ცდისორ კვირაში საჯარო ადგილებში შესასვლელად უარყოფითი ტესტი საკმარისი აღარ იქნება, მთავრობა ყველგან ვაქცინაციის მოწმობას მოითხოვს. ეს უკანასკნელი რეგულაცია ძალაში 15 იანვრიდან შევა, მას შემდეგ რაც გეგმას საფრანგეთის პარლამენტი დაამტკიცებს. გამაძლიერებელი, ე.წ. ბუსტერის ადმინისტრაციის დრო ბოლო აცრიდან 3 თვის ვადით შემცირდა.
Your browser doesn’t support HTML5