საფრანგეთი ცდილობს, ევროკავშირში თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების წინადადება გაიტანოს. თუმცა, პარიზს საბერძნეთის და კვიპროსის მიღმა, სხვა მთავრობების დათანხმებაც სჭირდება.
პარიზი აცხადებს, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ყური არ ათხოვა ოქტომბრის გაფრთხილებას, რომ შეეწყვიტა ბუნებრივი აირის ძიების ოპერაციები ხმელთაშუა ზღვაში.
ასევე ნახეთ: მოსკოვი და ანკარა მთიან ყარაბაღში თურქეთის სამხედრო პოსტზე ვერ თანხმდებიანევროპარლამენტი სავარაუდოდ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს, მას შემდეგ რაც ერდოღანი ჩრდილოეთ კვიპროსს ეწვია.
„თურქეთმა იცის, რაც უნდა გააკეთოს“,- განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიენმა. „დაპირისპირება თუ თანამშრომლობა, ეს მათზეა“, - თქვა მან.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მსგავსი ნაბიჯი არაა სასარგებლო.
საფრანგეთს დეტალური სანქციები არ განუხილია. თუმცა, დიპლომატები ამბობენ, რომ მსგავსი ნაბიჯი თურქეთის ეკონომიკის გადაზიდვების, საბანკო თუ ენერგო სექტორს შეეხება.
პარალელურად, ერდოღანმა ფრანგული პროდუქტების ბოიკოტისკენ მოუწოდა.
ასევე ნახეთ: თურქეთი ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავებას ცდილობს„თურქეთი ბევრი მიმართულებით მნიშვნელოვანი პარტნიორია, ამიტომ არ არსებობს (ევროკავშირის) საბჭოში კონსენსუსი. ჯერ ეს ადრეა“, - ამბობს ევროკავშირის ერთ-ერთი დიპლომატი.
საფრანგეთი თურქეთს ასევე მთიანი ყარაბაღის საკითხზე დაუპირისპირდა. პარიზი ანკარას კავკასიაში კრიზისის გაღვივებაში დებს ბრალს. ანკარა ამას უარყოფს. ევროკავშირში, ნებისმიერი სანქციების განხილვის პროცესში, პარიზს ბერლინის მხარდაჭერა დასჭირდება.