ინტერპოლის ხელმძღვანელი ჩინეთში მოგზაურობის შემდეგ დაიკარგა

საფრანგეთის პოლიციამ ინტერპოლის ხელმძღვანელის გაუჩინარების გამო, საქმე აღძრა. ჩინური წარმოშობის მენგ ჰონგვეი საერთაშორისო პოლიციას სათავეში 2016 წლის ნოემბერში, 4 წლის ვადით ჩაუდგა.

მისი დაკარგვის შესახებ პოლიციას ჰონგვეის მეუღლემ აუწყა, რომელიც ამჟამად საფრანგეთის ქალაქ ლიონში ცხოვრობს. ლიონშივე მდებარეობს ინტერპოლის მთავარი ოფისი. მეუღლის განცხადებით, ჰონგვეი სექტემბრის ბოლოს ჩინეთში გაემგზავრა და მას შემდეგ არ სჩანს.

64 წლის მენგ ჰონგვეის ინტერპოლის მეთაურად არჩევამდე, ჩინეთში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა. ინტერპოლის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მას კრიმინალურ სამართალში თითქმის 40-წლიანი გამოცდილება ჰქონდა, მათ შორის ნარკოტიკებთან, ტერორიზმთან, საზღვრის უსაფრთხოებასთან ბრძოლაში.