22 წლის წინ სერბეთში მოკლული ჟურნალისტის საქმეზე უშიშროების ყოფილი თანამშრომლები დააკავეს

სერბეთის სასამართლომ, 1999 წელს მომხდარი ჟუნრალისტ სლავკო კურუვიას მკვლელობის საქმეზე, სახელმწიფო უსაფრთხოების ოთხ ყოფილ ოფიცერს 30 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოკლული ჟურნალისტი, სლობოდან მილოშევიჩის მთავრობის კრიტიკოსი იყო.

მკვლელობიდან 22 წლის შემდეგ, ბელგრადის სპეციალურმა სასამართლომ, 2 დეკემბერს, 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა სერბეთის სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილ უფროსს რადომირ მარკოვიჩს და ბელგრადის დაზვერვის ფილიალის ყოფილ ხელმძღვანელს, მილან რადონიჩს.

ასევე ნახეთ: ოსტინი: "საუკეთესო შემთხვევაში, არ ვიხილავთ საბჭოთა კავშირის შეჭრას უკრაინაში"


საიდუმლო სამსახურის აგენტებს რატკო რომიჩს და მიროსლავ კურაკს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. კურაკი დაუსწრებლად გაასამართლეს. განაჩენების გასაჩივრება შესაძლებელია.

სასამართლომ ოთხივე მათგანი 2019 წელს გაასამართლა, მაგრამ გადაწყვეტილება გააუქმა და განმეორებითი სასამართლო განხილვა დანიშნა.

„Slavko Curuvija Foundation“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ივანა სტევანოვიჩმა ახალი განაჩენი, 1990-იან წლებში ჩადენილი პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულების საქმეში, „ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯად“ შეაფასა.

სერბეთში ჟურნალისტების მკვლელობების გამოძიების კომისიის პრეზიდენტმა ვერან მატიჩმა, განაჩენს სლავკოს ოჯახისა და კოლეგებისთვის, ისევე როგორც ყველა ჟურნალისტისთვის სერბეთში, "ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი" უწოდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმა ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“.

სერბეთის დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ასოციაციის ცნობით, გასულ წელს, 32 ჟურნალისტის წინააღმდეგფ ფიზიკური თავდასხმა განხორციელდ. თითქმის 100-მა ჟურნალისტმა, მათ მიმართ მუქარის შესახებ განაცხადა.

ორი დამოუკიდებელი გაზეთის მფლობელი და რედაქტორი, კურუვია, ბელგრადში, საკუთარი სახლის წინ 1999 წლის აპრილში მოკლეს.

მოკლული ჟურნალისტის ოჯახის წევრები, მკვლელობის შემკვეთად სწორედ მილოშევიჩს ასახელებდნენ.

მილოშევიჩი 2001 წელს დააკავეს და ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალმა გაასამართლა. სერბეთის ყოფილი პრეზიდენტი, საბოლოო განაჩენის გამოტანამდე, 2006 წელს გარდაიცვალა.