ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოსტინი: "საუკეთესო შემთხვევაში, არ ვიხილავთ საბჭოთა კავშირის შეჭრას უკრაინაში"


თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი
თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი

ამერიკის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ამერიკის პასუხი უკარინაში რუსეთის ქმედებების წინააღმდეგ, საერთაშორისო საზოგადოებასთან იქნება შეთანხმებული.

„რაც არ უნდა გავაკეთოთ ჩვენ, ეს იქნება საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად“, - განაცხადა თავდაცვის მდივანმა სამხრეთ კორეაში ვიზიტისას.

„საუკეთესო შემთხვევაში, არ ვიხილავთ, საბჭოთა კავშირის შეჭრას უკრაინაში“, - თქვა მან და რუსეთი შემთხვევით საბჭოთა კავშირად მოიხსენია. კითხვას იქნება თუ არა ვაშინგტონის პასუხი სანქციები, ოსტინმა არ უპასუხა და თქვა რომ „საუკეთესო მეთოდი“ იქნება გამოყენებული.

ორშაბათს ოსტინმა მოსკოვს მოუწოდა, უკრაინის საზღვარზე სამხედრო მობილიზების შესახებ მეტი გამჭირვალობისკენ და გამოთქვა იმედი, რომ ორი ქვეყანა შეძლებს „გადაჭრან პრობლემები და საკითხები და დაწიონ ტემპერატურა რეგიონში“.

პარალელურად, ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დღეს სტოკჰოლმში ეუთოს მინისტერიალის კულუარებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG