სავარაუდოდ, 41 ადამიანი დაიღუპა ხმელთაშუა ზღვაში მცირე ზომის გემის გადაბრუნების და ჩაძირვის შედეგად. გემზე მიგრანტები იყვნენ, რომლებიც ევროპაში არალეგალურად შესვლას ცდილობდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიელი ოფიციალური პირები დ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ავრცელებენ. მათ მიერვე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გადარჩენილები იტალიის კუნძულ ლამპედუზაზე გადაიყვანეს.
ასევე ნახეთ: იტალიის სანაპირო დაცვა 1200 მიგრანტის გადასარჩენად მუშაობსადგილობრივმა პროკურორმა, სალვატორე ველამ და გაეროს სააგენტოს სამმა წარმომადგენელმა დაადასტურეს მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩაძირული გემიდან 4 ადამიანი გადარჩა. ისინი იმ გემზე იყვნენ, რომელსაც 45 ადამიანი გადაყავდა. მათ შორის სამი ბავშვი იყო.
გადარჩენილები- 13 წლის ბიჭი, ორი მამაკაცი და ერთი ქალი, იტალიის კუნძულზე ოთხშაბათს, ანუ მომხდარიდან 6 დღის შემდეგ გადაიყვანეს.
ნავი ტუნისიდან 3 აგვისტოს გამოვიდა, მაგრამ იმავე ღამეს, დიდი ტალღის დარტყმის შედეგად ჩაიძირა. ინფორმაციას ამის შესახებ, თავად გადარჩენილები ავრცელებენ.