აშშ-ის არმიის სპეციალური ძალების ყოფილმა ოფიცერმა, აღიარა დანაშაული, რომელსაც ბრალად ედებოდა რუსეთის დაზვერვის აგენტებისთვის, აშშ-ის სამხედრო საიდუმლო ინფორმაციის მიწოდება.
45 წლის პიტერ რაფაელ ზიბინსკი დებინსი, რომელიც აგვისტოში დააკავეს, დანაშაულს ბრალდების ერთ ნაწილში აღიარებს, - უცხო ქვეყნის მთავრობისთვის თავდაცვითი ინფორმაციის მიწოდება.
იუსტიციის დეპარტამენტის განცხადების მიხედვით, დაკავებულს უვადო პატიმრობა ემუქრება. სასჯელს მას თებერვალში მიუსჯიან.
სასამართლო დოკუმენტების თანახმად, ამერიკელი პროკურორები აღწერენ, როგორ გახდა ამერიკელი სამხედრო პირი, რუსეთის აგენტი.
ასევე ნახეთ: "თვალებში გიყურებ და არ მგონია, სული გაგაჩნდეს" - ბაიდენის მიდგომა რუსეთთან1996 წლიდან 2011 წლამდე, დებენსი, რომელიც ელიტურ სპეციალური დანიშნულების რაზმში, „მწვანე ბერეტებში“ მასხურობდა, პერიოდულად მოგზაურობდა რუსეთში. დებენსი რუსეთის დაზვერვის აგენტებს, აშშ-ის სამხედრო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას უზიარებდა. 1997 წელს, მას კოდური სახელი, „იკარ ლესნიკოვი“ მიანიჭეს და ხელი მოაწერა დოკუმენტს იმის შესახებ, რომ სურდა „ემსახურა რუსეთისთვის“.
„დებინსმა დღეს აღიარა, რომ დაარღვია ამ ქვეყნის უმაღლესი ნდობა, სენსიტიური ეროვნული უსაფრთხოების ინფორმაციის რუსებისთვის მიწოდებით. დებინსმა, განზრახვით, ეღალატა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და დახმარებოდა რუსეთს, - უღალატა თავის ფიცს, თავის ქვეყანას და თავისი დანაყოფის წევრებს, სპეციალური ძალებში“ - ნათქვამია გენერალური პროკურორის თანაშემწის, ჯონ დემერსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საბჭოთა ფესვები
სასამართლო დოკუმენტებში წერია, რომ ბრალდებულს „რუსეთის მიმართ ინტერესი, ნაწილობლივ დედის მემკვიდრეობით გაუჩნდა“, რომელიც ყოფილ საბჭოთა კავშირში დაიბადა.
დებენსმა რუსეთში პირველად 1994 წელს, 19 წლის ასაკში იმოგზაურა. ის ჩელიაბინსკში შეხვდა მის ამჟამინდელ ცოლს, რომელიც რუსი სამხედრო ოფიცრის შვილია.
დებინსი, მინესოტის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, 1996 წელს კვლავ ეწვია რუსეთს. სასამართლო დოკუმენტების თანახმად, რუსეთის დაზვერვის აგენტებმა, მისი გადაბირება სწორედ მაშინ შეძლეს.
ასევე ნახეთ: ფარკასი: ბაიდენი რუსეთის მიმართ უფრო მტკიცე იქნება, საქართველოსთან კი ობამას მსგავს ჩართულობას შეინარჩუნებსდებინსი აშშ-ის ჯარში 1998 წლიდან, 2005 წლამდე მსახურობდა. თავდაპირველად, როგორც ქიმიური დანაყოფის ოფიცერი, შემდეგ, როგორც სპეციალური ძალების კაპიტანი. ამერიკელი პროკურორების განცხადებით, იგი სპეციალური დანიშნულების დანაყოფს, რუსული სპეცსამსახურების მოთხოვნით შეუერთდა, თუმცა, 2005 წელს, უსაფრთხოების დარღვევევის გამოძიების შემდეგ, ის ამერიკული ჯარიდან პატივით გაათავისუფლეს.
სასამართლო დოკუმენტები
დებინსი რუსული სადაზვერვო სამსახურისთვის, მინიმუმ 7 წლის განმავლობაში მუშაობდა. 2008 წელს, აქტიური მოვალეობის დატოვებიდან სამი წლის შემდეგ, სასამართლოს დოკუმენტების მიხედვით, მან რუსეთის აგენტებს მიაწოდა ინფორმაცია, საქართველოსა და აზერბაიჯანში, მისი ყოფილი სპეცდანიშნულების დანაყოფის მისიისა და საქმიანობის შესახებ.
ასევე ნახეთ: "რუსული ოკუპაციის პირისპირ, საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა ურყევია" - პომპეოდევიდ ბარი დენოვიცი, დებინსის ერთ-ერთი უფლებადამცველი, საქმესთან დაკავშირებით მედიის კითხვებს არ პასუხობს.