იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონი, სავარაუდოდ, მილანის სან რაფაელის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაცია ახალი ამბების სააგენტო "როიტერს" ანონიმურმა წყარომ მიაწოდა.
ბოლოს, 84 წლის ბერლუსკონიმ საავადმყოფო 30 აპრილს დატოვა, სადაც ის 24 დღის განმავლობაში სხვადასხვა სამედიცინო ტესტირებას გადიოდა. პრემიერი საავადმყოფოში მაშინ კორონავირუსის შემდგომი გამოკვლევებისთვის გადაიყვანეს.
ასევე ნახეთ: რომში ორ ამერიკელს პოლიციელის მკვლელობისთვის განაჩენი მიუსაჯეს
იტალიის პრემიერი, რომელიც ამ თანამდებობას 4 ვადით იკავებდა, საავადმყოფოში 2016 წლის შემდეგ ხშირად ხვდება. 2016 წელს მას პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.
ბერლუსკონის ჯანმრთელობის გარდა, პრობლემები აქვს იტალიის საგამოძიებო ორგანოებთანაც. მის წინააღმდეგ სარჩელია შეტანილი სასამართლოში, რომლის სხდომაც ხუთშაბათს უნდა ჩატარებულიყო. თუმცა, ბერლუსკონის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სხდომა, სადაც, სავარაუდოდ მისი ვერდიქტი უნდა გამოცხადებულიყო, გადაიდო.