ამერიკულ სკოლაში ბოლოს მომხდარ მასობრივ მკვლელობასთან დაკავშირებით, სამხრეთ ფლორიდის ხელისუფლებამ, 19 წლის მამაკაცს, წინასწარ განზრახვით 17 მკვლელობაზე წაუყენა ბრალი.
მაიამიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 70 კილომეტრით დაშორებულ, პარკლენდის მარჯორი სტოუნმენ დაგლასის სახელობის საშუალო სკოლაში ოთხშაბათს მომხდარი თავდასხმის შემდეგ, პოლიციამ ნიკოლას კრუზი დააკავა.
მათ თქვეს, რომ ის ყოფილი მოსწავლეა, რომელმაც სროლა სკოლის გარეთ დაიწყო, შემდეგ შენობის შიგნით გააგრძელა და ბოლოს მოსწავლეებს შეერია, რომლებიც სკოლიდან გამორბოდნენ და შენობიდან ამ გზით გამოვიდა.
პოლიციის მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებული ცნობით, 17 დაღუპულის გარდა, სროლის შედეგად ადამიანები საავადმყოფოშიც მოხვდნენ.
ბროვარდის საგრაფოს შერიფმა სკოტ იზრაელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მკვლელს „AR-15“ ტიპის შაშხანა და ვაზნის არაერთი მჭიდი ჰქონდა. მსხვერპლთა შორის იყვნენ როგორც მოსწავლეები ასევე სკოლის თანამშრომლებიც.