მიტ რომნის დიდი გამარჯვება

მიტ რომნის დიდი გამარჯვება

მასაჩუსეტის შტატის ყოფილი გუბერნატორი მიტ რომნი ფლორიდაში რესპუბლიკური პარტიის პრაიმერის მოგების შემდეგ საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევო მარათონში დაწინაურდა.

ეს მიტ რომნის დიდი გამარჯვება იყო. რომნიმ ადვილად შეძლო თავისი მეტოქეების, პირველ რიგში კი ნიუტ გინგრიჩის დამარცხება, რაც მას ნოემბერში ბარაქ ობამასთან შერკინების დიდ შანსს აძლევს.

მიტ რომნის განცხადებით:“ ჩვენ გვწამს, რომ ამერიკა თავისუფალი და განუსაზღვრელი შესაძლებლობების ქვეყანაა, რაც ჩვენ კიდევ უფრო უკეთესად მუშაობას გვავალდებულებს. ამ არჩევნებზე ჩვენ იმ ამერიკის გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რომელიც ყველას გვიყვარს.“

მიტ რომნის გამარჯვებამ ძლიერ უკან დახია ნიუტ გინგრიჩი, რომლმაც სამხრეთ კაროლინას შტატში გამართული პრაიმერი მოიგო. მიუხედავად ამ დამარცხებისა ნიუტ გიონგრიჩი აგრძელებს წინასაარჩევნო მარათონში მონაწილეობას.

მისი თქმით:“ჩვენ ყველგან გავაგრძელებთ ბრძოლას და მივაღწევთ გამარჯვებას. აგვისტოში ტამპაში გადაწყდება საბოლოო გამარჯვებულის ვინაობა.“

პენსილვანიის ყოფილი სენატორი რიკ სანტორუმი და კონგრესმენი რონ პოლი ფლორიდაში აშკარა წარუმატებლობის მიუხედავად არ აპირებენ რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმას, თუმცა უკვე აშკრად გამოიკვეთა ორი ძირითადი კანდიდატის ვინაობა.

მიტ რომნის ერთ-ერთი მხარდამჭერის კეტრინ გრამერის თქმით:“ ჩემი აზრით ეს ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებია 1860 წლის შემდეგ, რადგან მე ვგრძნობ, რომ არასწორი მიმართულებით მიდის ქვეყანა და დროა ჩვენს ფესვებს დავუბრუნდეთ.“

რომნის კიდევ ერთი გულშემატკივარის დენის გრეჰემის განცხადებით:“ ჩემი აზრით მას არჩევნებში გამარჯვების დიდი შანსი აქვს. მე მგონი გინგრიჩმა მხოლოდ წყლის ამღვრევა შეძლო და ამ პიროვნებას არ ვენდობი, ისევე როგორც დანარჩენ კანდიდატებს, რომლებსაც გამარჯვების არანაირი პერსპექტივა არ აქვთ.“

ნიუტ გინგრიჩის მხარდამჭერებს სულ სხვა მოსაზრება გააჩნიათ. ჯონ მალატესტას თქმით:“ მხოლოდ მას შეუძლია ბარაკ ობამას დამარცხება. მიტ რომნის ამის ძალა არ შესწევს. მართალია ნიუტ გინგრიჩზე ათასი ჭორები დადის, მაგრამ ჩემი აზრით მხოლოდ ის არის ამ საქმის გამკეთებელი.“

როფორც პოლიტიკური მიმომხილველი პიტერ ბრაუნი აცხადებს:“ ეს დიდი წარმატებაა რომნისთვის, რომელმაც ამ შტატში ყველა დელეგატის ხმა მიიღო, რაც დანარჩენ კანდიდატების გამარჯვებას თითქმის გამორიცხავს.“

მართალია ნიუტ გინგრიჩი არ აპირებს ბრძოლაზე ხელის აღებას, მაგრამ მას გარკვეული ფინანსური პრობლემებიც გააჩნია და გაუჭირდება რესპუბლიკური პარტიის წლევანდელ ქაოტურ არჩევნებში დაწინაურება.