ქარიშხალი “მაიკლი” ფლორიდის შტატს უახლოვდება. სინოპტიკოსები მოსახლეობას “პოტენციურად კატასტროფული” შტორმისთვის მომზადებისკენ მოუწოდებენ.
ამერიკის ქარიშხლების ეროვნული ცენტრის უახლესი პროგნოზის თანახმად, ქარის შენარჩუნებული სიჩქარე საათში 230 კილომეტრია და ამ დროისთვის, ის დაახლოებით 100 კილომეტრითაა მოშორებული ფლორიდის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილიდან. შტორმის მოახლოებასთან ერთად, შტატში ზღვის დონე სწრაფად მატულობს.
ძლიერმა ქარმა და წვიმამ უკვე დააზიანა მექსიკის რამდენიმე რეგიონი და კუბა. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ “მაიკლი” ხმელეთს რამდენიმე საათში მიაღწევს. მათივე პროგნოზით, ის, სავარაუდოდ, დღემდე აღრიცხულ ქარიშხლებს შორის ყველაზე ძლიერი იქნება. შეერთებულ შტატებში ქარიშხლების აღრიცხვა 1851 წელს დაიწყეს.
შტატის მთავრობა ინფრასტრუქტურის მასობრივი დაზიანებისთვის ემზადება. ეროვნული გვარდიის, დაახლოებით, 2500 ჯარისკაცი უკვე ფლორიდაში იმყოფება და ევაკუაციის ოპერაციებში მონაწილეობს, ხოლო 4000 ჯარისკაცი კი მზადყოფნის მდგომარეობაში არის.