მაიამი-დეიდში ჩამოქცეული სახლის ნანგრევებში მოყოლი ადამიანების ძებნა უკვე 14 დღეა გრძელდება. ადგილობრივი ოფიციალური პირები შიშობენ, რომ ტროპიკული შტორმი სახელად "ელზა", მათ მუშაობას გაართულებს და მაშველებს დამატებით რისკებს შეუქმნის.
ასევე ნახეთ: ბაიდენი მაიამიში ჩამოშლილი საცხოვრებელი სახლის სანახავად ჩადისოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ მრავალსართულიანი სახლის ნანგრევებში კიდევ 10 გვამი იპოვეს. მაშველებს სამუშაოებში ძაღლებიც ჰყავთ ჩართული.
მსხვერპლის რაოდენობა ამჟამად 46-ია. ოჯახებს ცოცხლად ვინმეს პოვნის იმედი უკვე თითქმის ამოწურული აქვთ, თუმცა 100-მდე ადამიანის მოსაძებნად სამუშაოები ჯერჯერობით მაინც გრძელდება. 24 ივნისს მოულოდნელად ჩამონგრეულ სახლის ნაწილში ცოცხლად პირველ დღეებშიც არავინ უპოვიათ. შენობის მეორე ნახევარი კვირას კონტროლირებული აფეთქების გზით დაანგრიეს.