საფრანგეთი მალის ტოვებს

არმიის ნაწილების გაყვანა აპრილის ბოლოს დაიწყება
საფრანგეთი მალიდან თვის ბოლოს ჯარის გაყვანის დაწყებას აპირებს. მალიში საფრანგეთის კონტინგენტი იანვრიდან იმყოფება, როდესაც ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილი ისლამისტებმა დაიკავეს. საფრანგეთი ცდილობს დაარწმუნოს მალის მთავრობა, რომ ჯარის გაყვანა არ არის ნაჩქარევი ნაბიჯი.

საფრანგეთის უცხოური ლეგიონი პატრულირებს როგორც ჩრდილოეთ მალის საჰაერო სივრცეში, ისე ხმელეთზეც. საფრანგეთის ნაწილებმა მალის ჩრდილოეთ ქალაქებიდან და სოფლებიდან ისლამისტი მეამბოხეები განდევნეს. ამჟამად ისლამისტები ტერზის ხეობაში არიან გამაგრებული.