"ჯონსონი და ჯონსონის" ერთდოზიანი ვაქცინა ამერიკაში დამტკიცების გზაზეა

შეერთებული შტატების საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციამ დღეს ვებგვერდზე ახალი ინფორმაცია გამოაქვეყნა. დოკუმენტები კოვიდ-19-ის წინააღმდეგ კიდევ ერთი ვაქცინის ეფექტურობას და უსაფრთხოებას ადასტურებს.

"ჯონსონი და ჯონსონის" ერთდოზიანი ვაქცინის თაობაზე განხილვა ამ პარასკევს არის ჩანიშნული. დამტკიცების შემთხვევაში, მისი საგანგებო ავტორიზაციის საფუძველზე გამოყენება, ამერიკაში შესაძლოა მომავალი კვირიდან დაიწყოს.

ასევე ნახეთ: საგანგებო ავტორიზაციის მიღებას ახლა "ჯონსონი და ჯონსონის" ვაქცინაც ცდილობს

აცრიდან 14 დღეში, "ჯონსონი და ჯონსონის" ვაქცინა ახალი კორონავირუსის მძიმე ფორმის განვითარების პრევენციის მხრივ 85%-იან ეფექტურობას აჩვენებს. შეერთებულ შტატებში მისი ეფექტურობის საშუალო მაჩვენებელი 72 პროცენტს უტოლდება. გლობალური კვლევების მიხედვით, ვაქცინა კორონავირუსის სხვა ვარიაციებთან 66%-ით ეფექტურია.