გადატრიალების მცდელობა, ბომბების თაობაზე 400-ზე მეტი ყალბი შეტყობინება საჯარო დაწესებულებებში, ჰაკერების თავდასხმები, მასობრივი დემონსტრაციები, ყალბი ხელმოწერების შეგროვება... კიშინიოვი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში განმეორებით შეიჭრა, მოლდოვაში ბევრი რამ მოხდა.
ასევე ნახეთ: რუმინეთი: "რუსეთი მოლდოვის საზღვარზე ჯარების მობილიზების შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს""გასული წლის 24 თებერვლიდან საფრთხეების აფეთქება დაიწყო [ქვეყნის] უსაფრთხოების მიმართულებით" - უთხრა საინფორმაციო სააგენტო "როიტერს" მოლდოვის შინაგან საქმეთა მინისტრმა ანა რევენკომ. მან ინტერვიუში კრიზისების მთელი კასკადი აღწერა, რომელიც მის პროდასავლურ ქვეყანას ბოლო ერთ წელიწადში დაატყდა თავს.
იმას, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მოლდოვაში ხდება, რევენკო მოსკოვის მიერ გამოცხადებულ "არაოფიციალურ ომს" უწოდებს. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ეს ყოველივე მოლდოვის მოსახლეობის "ფსიქოლოგიურ სიმტკიცეს ძლიერ წნეხად აწევს".
კრემლი მოლდოვის ბრალდებებს გამუდმებით უარყოფს. რუსეთის მთავრობამ უპასუხოდ დატოვა "როიტერის" თხოვნა, პასუხი გაეცა მოლდოვის ოფიციალური პირის მიერ ინტერვიუში გამოთქმულ მოსაზრებებზე. საინფორმაციო სააგენტო ასევე აცხადებს, რომ მას დამოუკიდებელი წყაროებით აღნიშნული ფაქტების გადამოწმების საშუალება არ აქვს.
ასევე ნახეთ: მოსკოვი აუქმებს ბრძანებას, რომლითაც დნესტრისპირეთზე მოლდოვის სუვერენიტეტს აღიარებდა