ჩრდილოეთ კორეის ლიდერი "სპორტულ დიპლომატიას" მიმართავს იმისთვის, რომ მის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებსა და პოლიტიკას დაუპირისპირდეს. ის ცდილობს გააჩინოს ილუზია, რომ კორეის ნახევარკუნძულის გაერთიანება რეალურად შესაძლებელია.
როდესაც კიმ ჩენ უნმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე სპორტსმენების გაგზავნა გადაწყვიტა, ბევრს ამ ნაბიჯმა მისი მამის გადაწყვეიტლება გაახსენა, როდესაც მან 20 წლის წინ მსგავსი რამ კალათბურთის გუნდთან დაკავშირებით გააკეთა.
სპორტული ინტერესებისა და დიპლომატიური ინიციატივის გარდა, ჩრდილოეთ კორეელი ლიდერის ამ ნაბიჯმა გააჩინა განცდა, თითქოს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა, რომლებიც ტექნიკურად საომარ ვითარებაში იმყოფებიან, ერთმანეთს უახლოვდებიან. პირველად მოხდა, რომ ორმა კორეულმა სახელმწიფომ ერთად დააკომპლექტა ყინულის ჰოკეის ქალთა გუნდი.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის გადაწყვეტილება ოლიმპიადაში მონაწილეობის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც საერთაშორისო სანქციები მისი ქვეყნის მიმართ კიდევ უფრო გამკაცრდა. სამხრეთ კორეის ქმედებებმა კი არანაკლებ ბევრი კითხვა და შიში გააჩინა იმის შესახებ, თუ რა როლს ითამაშებს სეული ჩრდილო კორეის მიმართ საერთაშორისო წნეხის პირობებში.