თეთრ სახლს მგზავრობაზე შეზრუდვების შემსუბუქება სურს, რათა ტურისტული ინდუსტრია, ავიახაზების დატვირთვა და სხვა, მოგზაურობასთან დაკავშირებული სფეროების მდგომარეობა გაუმჯობესდეს, თუმცა კოვიდ-19-ის მზარდი შემთხვევებისა და ძლიერ გადამდები დელტა ვარიანტის გავრცელების გამო, შეზღუდვების მოსახსნელად ჯერ მზად არაა.
ბაიდენის ადმინისტრაციაში სააგენტოთაშორისი სამუშაო ჯგუფები ცდილობენ ის ახალი სისტემები მოამზადონ, რომელთა ფარგლებშიც მოგზაურობა აღდგება. ეს კი ფაზებად დაყოფილ მიდგომას გულისხმობს, რომლის ფარგლებშიც უცხოელები ამერიკაში მოგზაურობას კონკრეტული დათქმებით შეძლებენ, მათ შორის ვაქცინაციის აუცილებლობითაც.
ამერიკამ მგზავრობის შეზღუდვა პირველად ჩინეთთან დააწესა, 2020 წლის იანვარში, რათა ვირუსის გავრცელება შეფერხებულიყო. მოგვიანებით კი აკრძალვას სხვა არაერთი ქვეყანაც დაემატა. ბოლო ამგვარი აკრძალვა შეეხო ინდოეთსაც.
"რეოიტერს" თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ ადმინისტრაცია ახლა სწორედ ამ პოლიტიკის შემუშავებას ცდილობს, რომლის ფარგლებშიც აცრილი პირებისთვის ამერიკაში მგზავრობა აღარ შეიზღუდება. მსგავსი სისტემა უკვე აამოქმედეს კანადამ და ბრიტანეთმა. ისინი აცრილ ამერიკელებს თავიანთ ქვეყნებში მოგზაურობის უფლებას აძლევენ.