ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავსტრალიაში ლოქდაუნის კონტროლში სამხედროები ჩაერთნენ


კოვიდ-19-ის პანდემიის გამო დაწესებული მკაცრი კარანტინის კონტროლის პროცესში ავსტრალიაში სამხედრო მოსამსახურეები ჩაერთნენ. სიდნეიში 300-მდე სამხედრო მოსამსახურე ადგილობრივ პოლიციასთან ერთად გააკონრტოლებს თუ როგორ სრულდება მკაცრი შეზღუდვები და რამდენად იცავენ ინფიცირებული ადამიანები მთავრობის მითითებებს დარჩნენ სახლში.

„მიმდინარეობს ინდივიდუალური შემოწმებები, რათა მოხდეს გადამოწმება, რომ იფიცირებული ადამიანები იმყოფებიან იზოლაციაში,“ - ამბობს პოლიციის კომისარი მიკ ფულერი.

ხელისუფლების წარმომადგენლები ავსტრალიაში განმარტავენ, რომ სამხედრო მოსამსახურეებს არ ექნებათ შეიარაღაება და მათი ერთადერთი ფუნქცია საკარანტინე ზომების კონტროლი იქნება. არსებობს შეშფოთება იმისა, რომ მულტიკულტურულ რაიონებში, სადაც მიგრანტები ცხოვრობენ, სამხედროების გამოჩენა პანიკას გამოიწვევდა. სწორედ ამიტომ მთავრობამ არაერთი განმარტება გააკეთა იმის შესახებ, თუ რა ფუნქციები ექნებათ სამხედროებს სიდნეიში.

პირველი კადრები სიდნეიდან

სიდნეიში მკაცრი შეზღუდვები აგვისტოს განმავლობაში შენარჩუნდება. დღევანდელი ინფორმაციით, შეზღუდვები 28 აგვისტოს უნდა შემსუბუქდეს. ავსტრალიის მთავრობა განმარტავს, რომ შეზღუდვების მოხსნის ან გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილებას ინფიცირების მაჩვენებლებიდან გამომდინარე მიიღებენ.

ქვეყანაში ამ დროისთვის კოვიდ-19-ის დელტა ვარიანტი დომინირებს. მთელი პანდემიის განმავლობაში ქვეყანაში ამ დროისთვის ყველაზე მკაცრი შეზღუდვებია დაწესებული. აქტიურად მიმდინარეობს ტესტირების პროცესი. ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ზე ტესტირება 117 000 ადამიანს ჩაუტარდა. ამავე პერიოდში გამოვლინდა 207 ახალი ინფიცირებული.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მოსახლეობას სთხოვენ დაიცვან დაწესებული წესები და დაემორჩილონ მითითებებს, რათა თავიდან იქნას აცილებული ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა.

ავსტრალიაში ვაქცინაციის პროცესი ნელა მიმდინარეობს. ქვეყანაში ამ დროისთვის სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 19 პროცენტი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG