მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პარლამენტმა ვაქცინაციის პასპორტი დააწესა, ქვეყნის დიდ ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. აქციები რამდენიმე ქალაქში გაიმართა, მათ შორის, მარსელშიც. აქციის მონაწილეები ვაქცინის შესახებ ეჭვებს გამოთქვამენ და ეწინააღმდეგებიან მთავრობის პოლიტიკას.
ერთი შეხედვით მშვიდი პროტესტი დაპირისპირებაში გადაიზარდა. შეტაკებების დროს პოლიციამ აქციის მონაწილეთა ნაწილი დააკავა, დაშავდა რამდენიმე სამართალდამცავი.
მიღებული კანონის მიხედვით, საფრანგეთში ვაქცინის პასპორტი 12 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებს ესაჭიროებათ. სოციალური ცხოვრების მსურველებმა ვაქცინის პასპორტი უნდა წარადგინონ ბარებში, კაფეებში, რესტორნებში, კინოთეატრებში, საცურაო აუზებზე, მუზეუმებში, ფესტივალებზე, ღამის კლუბებსა და სავაჭრო ცენტრებში. თუ ადამიანებს ვაქცინის პასპორტი ან კოვიდ-19-ზე უარყოფითი ტესტის პასუხი არ ექნება, ამ და სხვა სახის საჯარო დაწესებულებებში მათი დაშვება არ მოხდება.
პასპორტის მოთხოვნა არ ეხებათ 12 წლამდე ბავშვებს და მათ, ვინც ჯერ კიდევ სკოლაში დადის. საფრანგეთში სასწავლო პროცესი შემოდგომაზე განახლებდა.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მარკონი ვაქცინის პასპორტის მომხრეა და ამბობს, რომ პანდემიის დასრულების ერთადერთი გზა ვაქცინაცია და საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე ზრუნვა მთავრობის პასუხისმგებლობაა.
ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი ნელა მიმდინარეობს. ადამიანთა ნაწილი ვაქცინების წინააღმდეგია.
კვლევების მიხედვით კოვიდ-19-ის დელტა ვარიანტი სწორედ ისეთი ადამიანებისთვის შეიავს საფრთხეს, რომლებსაც ვაქცინა გაკეთებული არ აქვთ. დელტა ვარიანტი საფრანგეთში ფართოდ არის გავრცელებული.
Facebook Forum