საერთაშორისო აღიარების მოსაპოვებლად, თალიბანს - ავღანეთის ახლანდელ მმართველობას - ჯერ ქვეყნის შიგნით ლეგიტიმაციის მოპოვება ესაჭიროება. განცხადება შაბათს, "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში, ჰამიდ ყარზაიმ გააკეთა, ავღანეთის ყოფილმა პრეზიდენტმა.
ასევე ნახეთ: ამერიკა ავღანეთში ტერორიზმთან ბრძოლას და ჰუმანიტარულ დახმარებას გააგრძელებსამის მიღწევა მხოლოდ ავღანელი ხალხის მხრიდან საკუთრი ნების გამოხატვით თუ შეიძლება, ამბობს ექსპრეზიდენტი. მისი აზრით, ეს ორი გზით შეიძლება მოხდეს: საყოველთაო არჩევნებით, ან დიდი ასამბლეის მოწვევით, ავღანურად: "ლოია ჯირგა", რომელსაც ტრადიციულად დაესწრებიან ქვეყნის სხვადასხვა ნაწილის ავტორიტეტული წარმომადგენლები.
ყარზაის თქმით, ახლა ავღანელები ქვეყნის ისტორიაში კრიტიკულ გზაჯვარედინზე იმყოფებიან. მხოლოდ მათი პასუხისმგებლობაა ქვეყნის გაერთიანება და ისეთი მთავრობის შექმნა, რომელიც "ავღანელი ხალხის ნებას გამოხატავს". მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხდება "ამ, თუ სხვა მთავრობის ლეგიტიმაცია, ეს არის საძირკველი სხვა ქვეყნების და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან აღიარების" - ამბობს ის.