ბრიტანული სააგენტო „როიტერი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უახლოეს პერიოდში რუსეთი ირანისგან ასობით ბალისტიკურ რაკეტას მიიღებს. საუბარია საკონტინენტთაშორისო თანამგზავრიდან მართვად ბალისტიკურ რაკეტებზე, მათ შორის Fath 360-ზე.
Fath 360 ასევე ცნობილი როგორც BM-120, ირანული მოკლე დისტანციის თანამგზავრით მართვადი ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტაა, რომელიც 2022 წელს შეიქმნა და მას 150კმ. ქობინი აქვს და არის საკმაოდ სწრაფი. რაკეტა შექმნილია ირანის სამთავრობო კომპანიის მიერ, სახელმწოდებით ABABIL.
სააგენტო „როიტერს“ წყაროები ევროპული დაზვერვიდან აწვდიან ინფორმაციას, რომ რაკეტების შესახებ შეთანხმება ირანსა და რუსეთს შორის გასული წლის 13 დეკემბერს გაფორმდა. რუსეთის წარმომადგენლები უკვე იმყოფებოდნენ ირანში და დაესწრნენ რაკეტების გაშვების პროცესსაც. ირანში იმყოფებოდნენ რუსი სამხედროებიც, რომლებმაც ირანელ კოლეგებთან ერთად წვრთნებიც გაიარეს. ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო წერს, რომ მათი წყარო ორი ოფიციალური პირია, რომლებმაც კონფიდენციალობის დაცვა მოითხოვეს.
ასევე ნახეთ: ისრაელი სამხრეთ ღაზას უტევს და თან მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას ადასტურებსკიდევ ერთი, მესამე წყარო სააგენტო „როიტერს“ უყვება, რომ ირანელი სამხედროები თავადაც იმყოფებოდნენ რუსეთში და ადგილზე ასწავლიდნენ რუს სამხედროებს ირანული რაკეტების გამოყენებას.
ირანელი მაღალჩინოსანი, რომელმაც სააგენტო “როიტერთან” კონფიდენციალობის დაცვით ისაუბრა, არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ რუსეთმა ირანისგან Fath 360-ები შეისყიდა. თუმცა, წყარო განმარტავს, რომ ირანმა რუსეთს მიყიდა სხვა რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები, თუმცა არა უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად.
„როიტერი“ სამხედრო ანალიტიკოსზე დაყრდნობით აქვე წერს, რომ ასობით ირანული Fath 360-ის რაკეტა რუსეთს მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს. კრემლი შეძლებს მის მარაგში არსებული შორ რადიუსზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტები ფრონტის ხაზს მიღმა გამოიყენოს, ხოლო ირანული წარმოების რაკეტები ახლო მანძილზე არსებული საცეცხლე წერტილებისკენ მიმართოს.
სააგენტო “როიტერის” კითხვები უპასუხოდ დატოვეს კრემლში. ირანის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში ამბობს, რომ ისლამურმა რესპუბლიკამ დაამყარა გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობა რუსეთთან სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სამხედრო მიმართულებით.
“მიუხედავად ამისა, ეთიკური თვალსაზრისით, ირანი თავს იკავებს ნებისმიერი იარაღის, მათ შორის რაკეტების გადაცემისგან, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას უკრაინასთან კონფლიქტში”,- წერია გაეროში ირანის წარმომადგენლობის განცხადებაში რომელსაც სააგენტო “როიტერი” ავრცელებს.
ასევე ნახეთ: კურსკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდაამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი ამბობს, რომ ვაშინგტონი და მოკავშირეები მზად არიან სწრაფი რეაგირების მოსახდენად, თუ რუსეთსა და ირანს შორის ასეთი შეთანხმება შედგება.
“ეს იქნება დრამატული ესკალაცია ირანის მხარდაჭერით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომისთვის”, - თქვა ჯონ კირბიმ, თეთრი სახლის პრესსპსიკერმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ვაშინგტონმა არაერთხელ გააფრთხილა ირანი, რომ რუსეთთან თანამშრომლობა უკრაინის წინააღმდეგ რეაგირების გარეშე არ დარჩებოდა. როგორი იქნება დასავლეთის რეაგირება, თუ რუსეთი ირანისგან ბალისტიკურ რაკეტებს მართლაც მიიღებს, ამ დროისთვის უცნობია. თეთრი სახლი დეტალებზე არ საუბრობს.
ვაშინგტონი არც ადასტურებს და არც უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ირანში რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ და ვარჯიშობდნენ ირანული რაკეტების გაშვებაში.
სააგენტო “როიტერის” წყაროები ევროპული სადაზვერვო სამსახურებიდან, არ აკონკრეტებენ შეთანხმების დეტალებს და არც კონკრეტულ ვადებზე საუბრობენ. თუმცა, მათი ცნობით, ირანის მიერ რუსეთისთვის რაკეტების გადაცემა მალე მოხდება.