ჯორჯ ბუშის ყოფილი ადმინისტრაციის წევრები რესპუბლიკურ პარტიას ტოვებენ

ყოფილ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის ათობით რესპუბლიკელი პარტიას ტოვებს. ისინი შეწუხებული არიან იმით, რომ ბევრმა არჩეულმა რესპუბლიკელმა არ უარყო ტრამპი მას შემდეგ, რაც არჩევნების გაყალბების თაობაზე მისმა ცრუ განცხადებებმა, კაპიტოლიუმის შტურმი გამოიწვია, რომელიც მსხვერპლით დამთავრდა.

ამ ოფიციალურმა პირებმა, რომელთაგან ზოგიერთი ბუშის ადმინისტრაციის უმაღლეს ეშელონებში მსახურობდა, თქვეს, რომ იმედოვნებდნენ ტრამპის დამარცხება პარტიის ლიდერებს ტრამპისგან ჩამოაშორებდა და ისინი ნოემბრის არჩევნების მოპარვის შესახებ მის უსაფუძვლო განცხადებებს დაგმობდნენ.

ასევე ნახეთ: რესპუბლიკური პარტიის დილემა

ბუშის ადმინისტრაციის ათიოდე ყოფილმა წევრმა “როიტერს” უთხრა, რომ იმ დროს, როდესაც რესპუბლიკელ კანონმდებელთა უმეტესობა ტრამპის გვერდით რჩება, ეს ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ვეღარ ცნობენ პარტიას, რომელსაც ემსახურებოდნენ. ზოგიერთმა პარტიის წევრობა დაასრულა, სხვებმა პაუზას მიმართეს და რამდენიმე მათგანმა დამოუკიდებელი სტატუსით რეგისტრაციას მიმართა.

რესპუბლიკური პარტიიდან იმის კიდევ ერთი ნათელი ნიშანია, თუ ტრამპის და მისი მემკვიდრეობის საკითხზე შიდაპარტიული კონფლიქტის ზრდა, პარტიას რამდენად ხლეჩს.

პარტია ამჟამად მოქცეულია, ერთის მხრივ უკმაყოფილო ზომიერ რესპუბლიკელებსა და დამოუკიდებლებს - რომლებსაც არჩეულ ოფიციალურ პირებზე ტრამპის ჯერ კიდევ არსებული გავლენა ბრაზს გვრის - და მეორე მხრივ ტრამპის მხურვალე მხარდამჭერებს შორის. რესპუბლიკელი ოფიციალური პირების და სტრატეგოსების გამოკითხვის თანახმად, ორივე ჯგუფის აქტიური მხარდაჭერის გარეშე, პარტიას ეროვნულ არჩევნებში გამარჯვება გაუჭირდება.

ტრამპის და ბუშის წარმომადგენლებს ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება სთხოვეს, მაგრამ თხოვნაზე პასუხი არ გაუციათ.