პარასკევს, აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსული ძალების ყოფილმა მეთაურმა, უკრაინაში მოსკოვის მიერ წარმოებული სამხედრო კამპანიის ბორძიკის გამო, რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ბრალი „დანაშაულებრივ გულგრილობაში“ დასდო.
„ტელეგრამის“ არხზე გამოქვეყნებულ ვიდეო ინტერვიუში, იგორ გირკინმა თქვა: „სერგეი შოიგუს პირდაპირ ვდებ ბრალს, როგორც მინიმუმ, დანაშაულებრივ გულგრილობაში. საფუძველი არ მაქვს მას ღალატი დავაბრალო, თუმცა შეიძლება ამის ეჭვი მქონდეს.“
ასევე ნახეთ: ჰოლანდიაში MH17-ის ჩამოგდების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარებსკრემლს გირკინის ინტერვიუზე კომენტარის გაკეთების თხოვნაზე პასუხი ჯერ არ გაუცია. მისი გამოსვლა, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობაზე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საჯარო თავდასხმაა კარგად ცნობილი „ქორის“ მხრიდან, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთისგან უფრო ინტენსიურ კამპანიას მოითხოვს.
რუსების არაერთი წარუმატებლობის და შეჭრიდან 79 დღის განმავლობაში ცოცხალი ძალის და აღჭურვილობის მძიმე დანაკარგების მიუხედავად, პუტინს შოიგუსგან დისტანცირების ნიშნები არ გამოუვლენია. მინისტრს 9 მაისის აღსანიშნავ ღონისძიებებში თვალსაჩინო როლი ჰქონდა.
გირკინს, რომელიც ასევე ცნობილია ფსევდონიმით „სტრელკოვი“, ჰოლანდიელმა პროკურორებმა მკვლელობის ბრალი წაუყენეს იმ როლისთვის, რომელიც მან 2014 წელს, უკრაინის ცაში მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებაში ითამაშა.
გირკინი ხმამაღლა აკრიტიკებს იმას, თუ როგორ აწარმოებს რუსეთი უკრაინაში ომს და აცხადებს, რომ ახალი სტრატეგიის და დამატებითი ცოცხალი ძალის გარეშე, რუსეთი შეიძლება დამარცხდეს.