ევროკავშირის ლიდერებმა დაამტკიცეს ეკონომიკის გადარჩენის 661 მილიარდი დოლარის ოდენობის გეგმა და შეთანხმდნენ ხარჯვის მკაცრი ლიმიტის დაწესებაზე, რომელიც ევროზონას მომავალ საკრედიტო კრიზისს ააცილებს თავიდან.
ევროზონის ქვეყნის ლიდერები ბრიუსელში 2012 წლის პირველ სამიტს დაესწრნენ, სადაც კონტინენტზე გამეფებული ფინანსური კრიზისის მაგალითი თავად იხილეს. 2005 წლის შემდეგ პირველად ბელგიის ქუჩებში მუშები გამოვიდნენ, რომლებიც ხარჯვების შეკვეცას ეწინააღმდეგებოდნენ.