ბრიუსელში 40-მილიარდიანი კრედიტის პირობებზე ვერ შეთანხმდნენ
საერთაშორისო კრედიტორები უკვე მეორე კვირაა ვერ თანხმდებიან საბერძნეთისთვის მასტიმულირებელი პაკეტის მორიგი ტრანშის გამოყოფის შესახებ.
ევროზონის ფინანსური ლიდერების, საერთაშორისო სავალუტო ფონდის და ევროპის ცენტრალური ბანკის შეხვედრა ბრიუსელში ისე დასრულდა, რომ ისინი 40-მილიარდიანი კრედიტის პირობებზე ვერ შეთანხმდნენ. საბერძნეთი აცხადებს, რომ დეფოლტის თავიდან აცილებისთვის რიგით მეორე მასტიმულირებული პაკეტის მეორე ნაწილის გადარიცხვა მისთვის კრიტიკულ საჭიროებას წარმოადგენს.
საბერძნეთის პრემიერ მინისტრი, ანტონის სამარასი აცხადებს, რომ ქვეყანამ ევროკავშირის ყველა მოთხოვნა შეასრულა და რაც საჭირო იყო, ყველაფერი გააკეთა მორიგი ტრანშის მისაღებად. მისი თქმით, სასწორზე არამარტო საბერძნეთის მომავალია, არამედ 17 ქვეყნისგან შემდგარი ევროზონის სტაბილურობა და სიცოცხლისუნარიანობა.