დიდი ბრიტანეთის პრემიერი აცხადებს, რომ პაკისტან-ავღანეთის საზღვარზე მშვიდობის დასამყარებლად ძალ-ღონეს არ დაიშურებს
დიდი ბრიტანეთი პაკისტანს ტერორიზმთან ბრძოლაში დახმარებას პირდება. დასავლეთის მიერ თალიბებთან მოლაპარაკების მცდელობების ფონზე, პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი აცხადებს, რომ ის ყოველ ღონეს იხმარს, რათა პასკისტანის და ავღანეთის საზღვარზე მშვიდობა დამყარდეს.
„ღრმად მწამს, რომ პაკისტანის ინტერესებში სტაბილური, აყვავებული, მშვიდობიანი და დემოკრატიული ავღანეთი ზუსტად ისევეა, როგორც ავღანეთისთვის ძლიერი, სტაბილური, მშვიდობიანი, აყვავებული და დემოკრატიული პაკისტანი“ - აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის პრემიერი. კამერონი პირველია დასავლეთის ლიდერებს შორის, რომელმაც მაისში ჩატარებული არჩევნების შემდეგ პაკისტანის ახალ პრემიერ, ნავაზ შარიფთან მოლაპარაკებები პირისპირ გამართა.
დევიდ კამერონის ისლამაბადში ოფიციალურ ვიზიტს უექსცესოდ არ ჩაუვლია. პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ პეშავარში, საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან მომხდარ აფეთქებას 16 ადამიანი შეეწირა და რამდენიმე ათეული დაიჭრა. პოლიციის განცხადებით, დაღუპულთა უმრავლესობა ახლომდებარე ბაზრისკენ მიმავალი მშვიდობიანი მოქალაქე იყო. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას აუღია.