14 -წლიანმა მმართველობამ, ევროპის კონტინენტზე უგო ჩავესს მომხრეებიც და მტრებიც შესძინა
ევროპის ბევრ ქვეყანაში უგო ჩავესის გარდაცვალება ოთხშაბათს დღის მთავარი ინფორმაცია იყო საინფორმაციო გამოშვებებში.
ესპანურმა გაზეთებმა ამ ამბავს გაზეთის პირველი გვერდი დაუთმეს, თავად ესპანელები კი იმედოვნებენ რომ უგო ჩავესის გარდაცვალების შემდეგ ვენესუელაში სიმშვიდე შენარჩუნდება.
პალომა ფერრარი მოსამსახურედ მუშაობს.
„ უგო ჩავესის გარდაცვალება ნამდვილი შოკი იყო ,თუმცა იმედი მაქვს რომ სიტუაცია დაწყნარდება და თავი კალაპოტში ჩადგება.“
უგო ჩავესი სამშაბათს ღამე 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოფიციალური ცნობით ბოლო ორი წლის განმავლობაში იგი ონკოლოგიურ დაავადებას ებრძოდა.
საერთაშორისო არენაზე უგო ჩავესის მიმართ არაერთგვაროვანი პოზიციები არსებობდა. იგი გამუდმებით აკრიტიკებდა ამერიკის შეერთებულ შტატებს და მას იმპერიას უწოდებდა. ასევე ჰქონდა საკამათო კავშირები სხვადასხვა ქვეყნებთან მათ შორის ირანთანაც.
თუმცა სამშაბათს ევროპელმა ლიდერებმა მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვეს.
ევროკავშირმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც დადებითად არის შეფასებული ვენესუელას სოციალური განვითარება და სამხრეთ ამერიკის რეგიონული ინტეგრაცია.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის გვიდო ვესტერველეს განცხადებით ჩავესის გარდაცვალება დიდი დანაკლისია ვენესუელის ხალხისთვის.
„მისი განცხადებით გერმანია გრძნობს უგო ჩავესის ოჯახის ტკივილის და ვენესუელელი ხალხის დანაკლისს.“
დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვილიამ ჰეიგმა განაცხადა, რომ ის უგო ჩავესის გარდაცვალებით დამწუხრებულია, ვენესუელელ ხალხს ის სამუდამოდ დაამახსოვრდება.
საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი აცხადებს რომ, მართალია უგო ჩავესის შეხედულებებს არავინ იზიარებდა, მაგრამ ამის მიუხედავად იგი სამართლიანობისთვის და განვითარებისთვის იბრძოდა.
გაერთიანებული სამეფოს ინსტიტუტის ანალიტიკოსი მატ ინკი აცხადებს რომ მსოფლიოს ლიდერები ახლა მოუთმენლად ელოდებიან ახალ საპრეზიდენტო არჩევნებს რომელიც 30 დღეში უნდა გაიმართოს.
„ის აცხადებს რომ სასურველია უფრო პრაგმატულად ზომიერი შეხედულებების ხელისუფლება მოვიდეს ვიდრე ის არსებობდა 14 წლის მანძილზე უგო ჩავესის პრეზიდენტობის დროს. ხელისფლება რომელიც მისაღები იქნება როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ასევე დასავლეთისთვის. რეალური გარდაქმნა მართლაც შეიძლება მოხდეს ვენესუელასთან ურთიერთობებში და ურთიერთობების დარბილებაშიც “.
ვენესუელას ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლას მადურო რომელიც ჩავესმა მის შემცვლელად დაასახელა როგორც ჩანს საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, სადაც მისი კონკურენტი ოპოზიციიდან ენრიკე კაპრილესი იქნება.