მარიანო რახოიმ, ბიუჯეტის შეკვეცის და გაზრდილი გადასახადების პაკეტი წარადგინა
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, მარიანო რახოიმ, ბიუჯეტის შეკვეცის და გაზრდილი გადასახადების პაკეტი წარადგინა, რაც, მისი თქმით, ქვეყანას 2014 წლისთვის 80 მილიარდი დოლარის დაზოგვის საშუალებას მისცემს. პრემიერის განცხადებით ქვეყანა გადამწყვეტ, კრიტიკულ ეტაპზე იმყოფება და საბიუჯეტო კრიზისი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დამთავრდეს.
წარდგენილი გეგმა სახელმწიფო სამსახურებში სახელფასო და უმუშევრობის შეღავათების შეკვეცას და ესპანელი მშრომელებისთვის დამატებითი ღირებულების გადასახადის ზრდას ითვალისწინებს. ევროზონის ფინანსთა მინისტრებმა სამშაბათს შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის თანახმადაც ესპანეთის ბანკებს ფინანსური კრიზისის დასაძლევად 37 მილიარდი დოლარი გამოეყოფა.