ევროკავშირის ლიდერები შვიდწლიან ბიუჯეტს განიხილავენ
დღეს ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი იხსნება, სადაც ლიდერების მთავარი განსახილველი თემა გაერთიანების ბიუჯეტი და ეკონომიკური კრიზისის დაძლევა იქნება. ძირითადი უთანხმოება ევროკავშირის მდიდარ და ღარიბ წევრ ქვეყნებს შორის არსებობს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი ვეტოს უფლების გამოყენებით დაიმუქრა ვიდრე დანახარჯების დონის გაყინვა არ მოხდება. 2007-2013 წლის ბიუჯეტმა 1.28 ტრილიონი დოლარი შეადგინა. შემდგომი ბიუჯეტი 2020 წლამდე იქნება გაწერილი. შვიდწლიანი ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს ასევე ევროკავშირის ნაკლებად განვითარებული წევრი ქვეყნები.