ევროზონის ვალუტის პრობლემების განსახილველად დღეს, ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერები იკრიბებიან.
სავარაუდოდ, გერმანია კავშირს მოსთხოვს - უფრო დიდი როლი შეასრულოს წევრი ქვეყნების ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში. თუმცა, ბერლინის წინადადებებს ევროკავშრის იმ რამდენიმე წევრის დაპირისპირება ახლავს თან, რომლებსაც არ სურთ საკუთარ ფინანსებზე კონტროლი ევროპის ერთიან სტრუქტურას გადააბარონ.
მიუხედავად ამისა, ბრიუსელში მიმდინარე ორდღიან შეხვედრაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების გამოცხადება არ იგეგმება.
ამ ფონზე, საბერძნეთში საყოველთაო გაფიცვა მიმდინარეობს, რომელშიც სატრანსპორტო, ჰოსპიტალური სექტორების, სხვადასხვა ორგანიზაციების და კერძო სექტორის თანამშრომლები იღებენ მონაწილეობას. საბერძნეთის ეკონომიკა გაკოტრების ზღვარზეა. ნოემბერში, ათენის მდგომარეობის შესამსუბუქებლად ევროკავშირი ახალი სესხის დამტკიცებას გეგმავს.