ევროპის ქალაქებში ხელმეორედ შეზღუდვები წესდება კოვიდ-19-ით ინფიცირების ზრდის ფონზე

ევროპის დიდ ქალაქებში, პარასკევს, ახალი შეზღუდვები გამოცხადდა. დიდ ბრიტანეთში კი ეროვნული მასშტაბით, ქვეყნის ჩაკეტვაზეა საუბარი. იქ, ბოლო საანგარიშო კვირაში ინფიცირების შემთხვევები დღეში 6000-ს აღწევდა. ასევე, ლონდონსა და დიდი ბრიტანეთის ჩრდილოეთში, გაიზარდა ჰოსპიტალიზაციის რაოდენობაც. პრემიერ ბორის ჯონსონის თქმით, ახალი კორონავირუსის მეორე ტალღა გარდაუვალია და მთავრობას კვლავ შეზღუდვების დაწესება მოუწევს.

ბოლო ორი თვეა ინფიცირების შემთხვევებმა საგრძნობლად იმატა მთელი ევროპის მასშტაბით, განსაკუთრებით, კი ესპანეთსა და საფრანგეთში. ესპანეთში, რეგიონულმა ლიდერმა იზაბელ დიაზ აიოსომ განაცხადა, რომ შეზღუდვები წესდება პარკებსა და სხვა საჯარო ადგილებში, სადაც ექვსზე მეტი ადამიანი საერთო სივრცეში ვერ შეიკრიბება. თუმცა, ადამიანებს სამსახურებში სიარული შეეძლებათ.

ასევე ნახეთ: ამერიკაში კოვიდ 19-ის ასობით მილიონი ტესტი გახდება ხელმისაწვდომი

შეზღუდვები მოქმედებს საფრანგეთში - ნიცაში, ბორდოსა და მარსელში. საფრანგეთში დღეს ინფიციერების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, 13 200 ახალი დადასტურებული შენთხვევა. ეს, საფრანგეტში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

გაცილებით ნაკლები, ინფიცირების 454 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა დანიაში. ქვეყნის პრემიერმა, ამოქმედებებული შეზღუდვების შესახებ ისაუბრა. იკრძალება ხალხმრავალი შეკრებები საჯარო სივრცეებში, რესტორნები და ბარები კი ადრე დაიკეტება.

ნიდერლანდებში, პრემიერმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ქვეყანა "რეგიონული" ზომებისთვის ემზადება.

ასევე ნახეთ: ინფიცირებული ახალგაზრდების 21% რეანიმაციაში ხვდება

ევროპელ ლიდერებს იმედი აქვთ, რომ ისრაელის მსგავსად, ქვეყნების კვლავ სრულიად ჩაკეტვა არ მოუწევთ. ბოლო დღეებში, ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის ფონზე, ისრაელმა კვლავ მკაცრი შეზღუდვები დააწესა.