მიგრანტთა კრიზისის შესახებ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიგრაციის მინისტრები მსჯელობენ, სხდომა ბრიუსელში ამ წუთებში მიმდინარეობს. სხდომის ინიციატორი გერმანია და იტალიაა, სადაც მიგრანტთა რაოდენობა მნიშვნელოვნად მზარდია.
მინისტრები კიდევ ერთხელ განიხილავენ დიდი ხნის განმავლობაში გაჩერებულ მექანიზმს, რომელიც თავშესაფრის მაძიებლების გაზიარებას ითვლისწინებს. მინისტერიალის ფარგლებში ბლოკმა უნდა განიხილოს ეგვიპტესთან შეთანხმების საკითხი, რათა შეამცირონ მიგრანტთა რაოდენობა, რომლებიც ევროპაში ხმელთაშუა ზღვის გავლით ჩადიან.
ასევე ნახეთ: ბოლო ათწლეულში აშშ-ის მთავრობა მეოთხე ნაწილობრივი დახურვის რისკის წინაშეაარსებული ინფორმაციით, გერმანიაში მირანტთა რაოდენობა 80 პროცენტით არის გაზრდილი, რაც ბერლინს აშფოთებს, მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება იტალიაშიც.
ევროკავშირი ახორციელებს მკაცრ ანტიიმიგრაციულ პოლიტიკას მას შემდეგ, რაც 2015 წელს მილიონზე მეტმა ადამიანმა მიაღწია მის სამხრეთ სანაპიროებს.
მას შემდეგ 27 წევრი მთავრობები იბრძოდნენ თავიანთი საერთო თავშესაფრისა და მიგრაციის წესების მოდერნიზებაზე.