ევროკავშირმა შვიდი პირის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. მათ ბრალად მოლდოვის წინააღმდეგ დესტაბილიზაციის მცდელობაში მონაწილეობა ედებათ. ამასთან, ბრიუსელი აორმაგებს მოლდოვისთვის მაკროეკონომიკური მხარდაჭერის პაკეტს და მასს 290 მილიონ ევრომდე ზრდის.
ევროკავშირის სანქციების სიაში არიან მოლდოველი ოლიგარქი ვლად პლახოტნიუკი, რომელიც 2014-2015 წლებში 1 მილიარდი დოლარის გაქრობის საქმეში მთავარ ფიგურანტად განიხილება. ასევე მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი მაგნატი ილან შორი, შორის პარტიის ხელმძღვანელი, რომელიც ახლა ისრაელში ცხოვრობს და მარინა ტაუბერი, შორის პარტიის ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც დედაქალაქში მასობრივი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების უკან დგას. გასულ თვეში მოლდოვის სასამართლომ შორს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
კრემლის მიზნები მოლდოვაში - ინტერვიუ საგარეო საქმეთა მინისტრთან კრემლის მიზნები მოლდოვაში - ინტერვიუ საგარეო საქმეთა მინისტრთანსიაში ასევე არიან მიმალვაში მყოფი მოდლოვის პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილი მოვალეობის შემსრულებელი გეორგე კავკალიუკი, რომელიც კიშინიოვში ძალადობრივი საპროტესტო აქციების ორგანიზების საქმეში შორის დახმარებისთვის იძებნება. ასევე უკრაინის წინააღმდეგ ქმედებებში ბრალდებული გრიგორ კარამალაკი და ალექსანდრე კალინინი. სანქცირებულია რუსი ბიზნესმენი იგორ ჩაიკაც, რუსეთის გენერალური პროკურორის იგორ ჩაიკას ვაჟი, რომელიც ევროკავშირის თქმით, ასრულებს „ყულაბის“ როლს მოლდოვის წინააღმდეგ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ქმედებებში. ჩაიკა ამ სიაში ერთადერთია, რომელიც მოლდოვის მოქალაქე არაა.
შორს, პლახოტნიუკს და ჩაიკას უკვე დაუწესეს სანქციები შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა. ევროკავშირმა სანქციებში მყოფთა აქტივები გაყინა და მათ გაერთიანებაში შესვლა აუკრძალა.
ასევე ნახეთ: სანდუ რუსეთს მოლდოვის შიდა საქმეებში ჩარევაში სდებს ბრალსამ ნაბიჯს მიესალმა მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ. მოლდოვის მთავრობა პროდასავლურადაა განწყობილი და ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატია.
"მოლდოვა მარტო არ არის ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების მცდელობაში. მივესალმები ევროკავშირის გადაწყვეტილებას სანქციების დაწესების შესახებ მათ წინააღმდეგ, ვინც საფრთხეს უქმნის ჩვენს დემოკრატიას, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. ჩვენ ერთად უზრუნველვყოფთ მოლდოვის ძლიერ და აყვავებულ მომავალს", - დაწერა სანდუმ Twitter-ზე. .
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფროსმა ჯოზეფ ბორელმა განცხადებაში თქვა, რომ მოლდოვისა და უკრაინის სუვერენიტეტის ძირის გამოთხრის მცდელობაზე შვიდი პირის პასუხისმგებლობაა გამოვლენილი.
"მოლდოვა არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა რუსეთის მიერ უკრაინაში უკანონო შეჭრის შედეგებით. ვხედავთ სერიოზულ, გაძლიერებულ და მუდმივ მცდელობებს ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის", - თქვა ბორელმა.
მოლდოვამ, ევროპაში ერთ-ერთმა ყველაზე ღარიბმა სახელმწიფომ, რომლის მოსახლეობაც 2.6 მილიონია, 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ასობით ათასი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო.
ასევე ნახეთ: მოლდოვის თქმით, მთავრობის წინააღმდეგ კიდევ ერთი შეთქმულება ჩაშალესევროკავშირის განცხადება სანქციების შესახებ მოლდოვაში დაგეგმილი ევროკავშირის „ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის“ პირველი სამიტის გამართვამდე ორი დღით ადრე გაკეთდა. სამიტზე სანდუს სურს მიიღოს დაპირება, რომ მოლდოვა მალე დაიწყებს წევრობის თაობაზე მოლაპარაკებებს ევროკავშირთან.
გასულ წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან რამდენიმე თვის შემდეგ, მოლდოვა უკრაინასთან ერთად ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად მიიწვიეს.
ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობა 44-წევრიანი ფორუმია, რომლის შექმნაც საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის იდეაა და მიზნად ისახავს გააუმჯობესოს თანამშრომლობა ევროკავშირსა და არაწევრ ქვეყნებს შორის, მათ შორის დასავლეთ ბალკანეთისა და კავკასიის რეგიონის ქვეყნებს შორის.