ევროკავშირს სანქცირებულთა სიაში პუტინი და ლავროვიც შეჰყავს

ევროკავშირმა თანხმობა განაცხადა, სანქციერებულთა სიაში დაამატონ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა მიმართულების ხელმძღვანელი, ჯოზეფ ბორელი ავრცელებს.

„ნება მომეცით აღვნიშნო, რომ მსოფლიოში ერთადერთი ლიდერები, რომლებსაც ევროკავშირი სანქციებს ანიჭებს, არიან ასადი სირიიდან, ლუკაშენკო ბელარუსიდან და ახლა პუტინი რუსეთიდან“, - თქვა ბორელმა პრესკონფერენციაზე, რომელიც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გაიმართა.

ასევე ნახეთ: უკრაინა აშშ-ს სთხოვს, რუსეთი SWIFT სისტემიდან გათიშონ

სანქციების პირველი ნაწილი ევროკავშირმა რუსეთს უკვე დაადო. "პრეზიდენტი პუტინი პასუხისმგებელია ევროპაში ომის დაბრუნებაზე“, - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა და დასძინა, რომ ევროკავშირი პუტინს საფასურს გადაახდევინებს.

„ამ პაკეტით ჩვენ მიზანში ამოვიღებთ რუსეთის ეკონომიკის სტრატეგიულ სექტორებს, დავბლოკავთ მათ წვდომას ძირითად ტექნოლოგიებსა და ბაზრებზე“, - თქვა ფონ დერ ლეიენმა განცხადებაში. ევროკომისიის ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ ახალი სანქციებით, ევროპა შეძლებს დარტყმა მიაყენოს რუსეთის ეკონომიკას და მის მოდერნიზაციის შესაძლებლობებს.