ევროპის კავშირის პარლამენტარებმა 5 ივლისს თბილისში მომხდარ ძალადობაზე განცხადება გააკეთეს. ესენი არიან: მარინა კალიურანდი, ვიოლა ფონ კრამონი და სვენ მიქსერი. მათ სპეციალურ განცხადებაში ღირსების მარშის დღეს მომხდარი ძალადობრივი ფაქტები დაგმეს. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
„მკაცრად ვგმობთ თბილისში გუშინდელ (5 ივლისის) ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტების, თემის წევრებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, რამაც სამწუხაროდ, ლგბტქი პრაიდის მსვლელობის იძულებითი გაუქმება განაპირობა. სამწუხაროდ, პრაიდის მსვლელობის წინ საქართველოს ხელისუფლებამ და რელიგიურმა წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს ხმამაღლა და მკაფიოდ ესაუბრათ ჰომოფობიური რიტორიკის წინააღმდეგ. ვწუხვართ, რომ საქართველოს მთავრობას არ აღმოაჩნდა ტოლერანტობისადმი მიძღვნილი ამ შეკრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფი მზაობა.
ასევე ნახეთ: სახელმწიფო დეპარტამენტი: პოლიტიკურმა ლიდერებმა დაგმონ ძალადობასხვა მოქალაქეების მსგავსად, ლგბტქი+ პირებს უნდა შეეძლოთ თავიანთი კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობა, როგორიცაა მშვიდობიან შეკრებებში მონაწილეობის მიღება.
საქართველოს ხელისუფლებას 2024 წელს ევროკავშირში წევრობის თაობაზე ოფიცილური განაცხადი აქვს შეტანილი. შევახსენებთ მათ, რომ კოპენჰაგენის კრიტერიუმებით დადგენილი ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობები, სხვა საკითხებთან ერთად, გულისხმობს, ქვეყანაში იმ ინსტიტუტების სტაბილურობას, რომელიც დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და უმცირესობების პატივისცემასა და დაცვას უზრუნველყოფს. ჩვენ საქართველოს ხელისუფლებისგან მოველით ხსენებული თავდასხმების ჩამდენების დაკავებას და კანონის სრული სიმკაცრით პასუხისმგებლობის დაკისრებას“ - ნათქვამია ევროპარლამენტარების განცხადებაში.
ასევე ნახეთ: თბილისში რადიკალური ჯგუფების მიერ ნაცემია 40-ზე მეტი ჟურნალისტი