ევროკავშირის ლიდერები საქართველოს ხელისუფლების გაფრთხილებას აპირებენ, რომ მისი ქმედებები ბლოკში ქვეყნის გაწევრიანებას საფრთხეს უქმნის. საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკავშირის სამიტის წინ მომზადებულ სამუშაო დოკუმენტშია ნათქვამი.
17-18 ოქტომბერს, ბრიუსელში, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები შეიკრიბებიან და დოკუმენტის თანახმად, კიდევ ერთხელ გაუსვამენ ხაზს ბლოკის "მზაობას, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს მის ევროპულ გზაზე", თუმცა ასევე განმეორებით ისაუბრებენ იმ "სერიოზულ შეშფოთებაზე, რაც საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებისა და არჩეული კურსის შესახებ არსებობს".
Your browser doesn’t support HTML5
მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ლიდერის სახელით, ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს იმას, რომ "ქართული ოცნების" მიერ ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯები, წინააღმდეგობრივი საკანონმდებლო ცვლილებები, ქვეყნის ბლოკში გაწევრიანების პროცესის დე-ფაქტო შეჩერებას იწვევს და თბილისს დემოკრატიული რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს.
ამავე სამუშაო დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირის ლიდერები მოუწოდებენ საქართველოს მმართველ გუნდს, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყოს.
ასევე ნახეთ: უვიზო რეჟიმის გადახედვა და სანქციები ივანიშვილს - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო