ევროკავშირი ბიუჯეტზე და ეკონომიკური ზარალის შესამცირებლად ფინანსურ პაკეტზე შეთანხმდა

ევროკავშირის ლიდერები, რამდენიმე დღიანი მოლაპარაკების შემდეგ, $2.1 ტრილიონი დოლარის ოდენობის ბიუჯეტზე შეთანხმდნენ, რაშიც დახმარების პაკეტიც შედის.

ასევე ნახეთ: $10 მლრდ. განვითარებადი ქვეყნებისთვის - გაერო პანდემიაზე ხანგრძლივ რეაგირებას ითხოვს


შეთანხმების თანახმად, ბიუჯეტიდან $857 მილიარდი კორონავირუსის პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შესამსუბუქებლად იქნება გამოყოფილი. ეს თანხა სესხებისა და გრანტების სახით გაიცემა პანდემიის შედეგად ყველაზე მძიმედ დაზარალებულ ქვეყნებზე.

საბიუჯეტო მოლაპარაკება 4 დღე და ღამე გრძელდებოდა. უთანხმოების ძირითადი საკითხი ევროპის ჩრდილოეთში მდებარე ხუთ შედარებით მდიდარ ქვეყანასა და სამხრეთში მდებარე რამდენიმე ქვეყანას შორის დახმარების პაკეტის განაწილება იყო. ნიდერლანდები და ავსტრია ითხოვდნენ, რომ დახმარების პაკეტიდან გრანტებზე გათვლილი $572 მილიარდი დოლარი მკაცრი პირობებით ყოფილიყო დარიგებული, რასაც ესპანეთი და იტალია ეწინააღმდეგებოდნენ.

ასევე ნახეთ: ჯანმო აცხადებს, რომ ბევრი ქვეყანა არასწორი გზით მიდის, ვითარება კი შეიძლება უფრო და უფრო გაუარესდეს


საბოლოო შეთანხმებაში საგრანტო თანხად $446 მილიარდი გამოიყო.

შეთანხმება ახლა ევროპის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. ევროკავშირში კოვოდ-19-ის შედეგად 135 აღასი ადამიანი გარდაიცვალა. იტალიას, ესპანეთსა და საფრანგეთს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი აქვთ მსოფლიოში. პანდემიის შესაჩერებლად ეკონომიკების გაჩერების შედეგად, ევროკავშირის ეკონომიკა წელს დაახლოებით, 8.3 პროცენტით შემცირდება.