ორმა ოფიციალურმა პირმა სააგენტო “როიტერს” უთხრა, რომ ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლება, პოლონეთის ზოგიერთი ადგილობრივი მმართველობის მიერ “ლგბტ თემისგან თავისუფალი” ზონების შექმნის გამო, ქვეყნის წინააღმდეგ იურიდიული სარჩელის გამოყენების საკითხს განიხილავს.
ევროკავშირი აცხადებს, რომ “ლგბტ” უფლებებს, პატივს ყველა წევრ ქვეყანაში უნდა სცემდნენ, მაგრამ პოლონეთის მმართველმა ნაციონალისტურმა პარტიამ, ანტი-გეი პოლიტიკა საკუთარი მმართველობის პლატფორმის ნაწილად აქცია.
ასევე ნახეთ: ჰომოსექსუალ წყვილებს ვერ ვაკურთხებთ - ვატიკანიმარტში პირდაპირ აკრძალა ერთნაირსქესიან წყვილთა მიერ ბავშვების შვილად აყვანა და 100-ზე მეტმა ქალაქმა და ტერიტორიამ თავი ლგბტ თემისგან თავისუფალ ზონად გამოაცხადა.
ევროკავშირის ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ “ვამოწმებთ იმ ზონების შექმნით ევროკავშირის შეთანხმებები ხომ არ დაირღვა”, მან იქვე დაამატა, რომ ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა. მეორე ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ ბრიუსელში ბაზირებული აღმასრულებელი ამ საკითხს სწავლობს.
დარღვევის პროცედურის სახელით ცნობილი ასეთი იურიდიული სარჩელით, შესაძლოა პოლონეთს ამ ზონების გაუქმება მოეთხოვოს და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში დიდი ჯარიმები დაეკისროს.
პოლონეთის მთავრობის პრეს-მდივანმა თქვა, რომ “პოლონეთში არ არსებობს კანონები, რომლებიც ადამიანებს სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე დისკრიმინაციას უწევს”.
მმართველი პარტია დემოკრატიული ფასეულობების საკითხზე ევროკავშირს არაერთხელ დაუპირისპირდა, როდესაც სასამართლოები და მედია მეტ სახელმწიფო კონტროლს დაუქვემდებარა, შეზღუდა ქალთა უფლებები და ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან იმიგრაციაზე უარი თქვა.
მიუხედავად ასეთი წნეხისა და ფაქტისა, რომ პოლონეთი ევროკავშირის ფინანსური დახმარების ერთ-ერთი მთავარი მიმღებია, ვარშავამ მიმართულების შეცვლაზე მეტწილად უარი თქვა. მთავრობა აცხადებს, რომ ვალდებულია ქვეყნის ტრადიციული, კათოლიკური ზნე-ჩვეულებები და ტრადიციები დაიცვას.